რეზონანსი
30.04.2020

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამურად, ქალაქში 38 ადამიანია დაინფიცირებული.

შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპისთვის, ქვემო ქართლში ვირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა.

„დღევანდელი მდგომარეობით, თეთრიწყაროდან ლაბორატორიაში 170 საკვლევი მასალა იყო გაგზავნილი და 16 ადამიანზე დადებითი პასუხი მივიღეთ. ჯამურად, თეთრიწყაროში ამ ეტაპისთვის გავრცელების 38 ფაქტია. მერიის და საკრებულოს თანამშრომლები მოგეხსენებათ, მაღალი რისკჯგუფი იყვნენ და მათთან, საბედნიეროდ, ყველასთან უარყოფითი პასუხია. რაც დადასტურებულია ერთიანად, ყველა ცნობილი კლასტერია, 200-ზე მეტი კონტაქტია დაფიქსირებული, მათგან 100-ზე მეტია პირველადი, მჭიდრო კომუნიკაციის, ჩვენ ყველა უწყებასთან შეთანხმებული ვართ, რომ დღეს დავიწყოთ ამ ხალხის მკაცრ კარანტინში გადაყვანა.

შეგახსენებთ, რომ 40-ზე მეტი ადამიანია მკაცრ კარანტინში, დანარჩენები დარჩებიან თვითიზოლაციაში. ასევე, ბოლნისში, დაახლოებით, 30 საკვლევი მასალიდან 2 ახალი ფაქტი დადასტურდა და ესეც ცნობილი კლასტერია - სავანეთის კლასტერი და აქაც კონტაქტები ცნობილია. ჯამურად, ქვემო ქართლში 157 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, რუსთავში და მარნეულში დაავადების განვრცობა არ ყოფილა", - განაცხადა რეხვიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×