რეზონანსი
30.04.2020

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ.

"ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა თურქეთში მის პარტნიორთან დარეკა, წუხდა ქალბატონი მერიემი, "რანდავქნათ" საზღვარი ჯერ არ გაიხსნება, ქართველები ვერ ჩამოვლენ და ჩაი გვაქ მოსაკრეფიო. მე კი მგონია, საზღვარიც რომც გაიხსნას ქართველებს სხვისი ჩაის საკრეფად აღარ უნდა ეცალოთ, ეს ფოტო დღეს ზურა შევარდნაძის "გარდენიასთანაა" გადაღებული, ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, უგრძეს რიგში იდგნენ ჩითილების მსურველები, საკუთარ მიწას და ეზო-კარს დაბრუნებულები... მინდა საკუთარი შრომის ფასი მალე ნახონ, საკუთარი მიწის მადლის ირწმუნონ და დაუყვედრებელი ლუკმაც თვითონ მოვიპოვოთ, მე მჯერა ამისი, სჯერა ზურასაც, რომელიც პატარა ფანჯრიდან ჩითილების გაცემას ვერ აუდიოდა და ამბობდა- ასე თუ გაგრძელდა ამ ქვეყანაში არ უნდა მოშივდეს ადამიანსო! ღმერთოო, ხვავით და ბარაქით, მოსავლის გორებით გაავსე ჩემი ქვეყანა!!! ეს დასაწყისია!!!" - წერს კვაჭანტირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×