რეზონანსი
30.04.2020

ბათუმში, კლინიკა„ მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მათ განმეორებითი ტესტის შემდეგ „კოვიდ-19" აღარ დაუდასტურდათ.

სავარაუდოდ ისინი კლინიკას დღესვე დატოვებენ.

ამდენად, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფიცირებულთა რაოდენობა 28-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში მედიკოსები კიდევ ათი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

დღეს გამოჯანმრთელებულებიდან ორი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაუმჯობესდა კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა და მედიკოსები არ გამორიცხავენ, რამდენიმე დღეში ის მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×