რეზონანსი
30.04.2020

ევროპის რეგიონი ჯერ კიდევ პანდემიის ზემოქმედების ქვეშ არის, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ფილიალის დირექტორმა, ჰანს კლუგერმა.

„დღეს ევროპის რეგიონზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 46%, ხოლო სიკვდილიანობის შემთხვევების 63% მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ახალი შემთხვევების პლატო ან შემცირება შეინიშნება სოციალური დისტანცირების ზომების შემოღების შემდეგ, თვითკმაყოფილება დაუშვებელია. ეს ვირუსი დაუნდობელია. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. მზად უნდა ვიყოთ, რომ შეზღუდვების კვლავ გამკაცრება მოგვიწევს, თუ ამის საჭიროება დადგება", - განაცხადა ჯანმოს ევროპის ფილიალის დირექტორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×