
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გააკეთა განცხადება, რომ ლამას ანტისხეულებს ვირუს SARS-CoV-2-ის ბლოკირების უნარი აქვს.
ინფორმაციას გამოცემა Medical Xpress ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. მკვლევარებმა დააკავშირეს ლამას ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ორი ტიპის ანტისხეულები, რათა ადამიანის უჯრედში კორონავირუსის ცილის შეღწევის გასაღები მიეღოთ.
პირველადმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ანტისხეულებმა ვირუსის შეღწევა და გამრავლება წარმატებით დაბლოკეს. „ეს ერთ-ერთი პირველი ანტისხეულებია, რომლებმაც SARS-CoV-2-ის ნეიტრალიზება შეძლეს", - აცხადებს ბიოლოგი ტექსასის უნივერსიტეტისდან ჯეისონ მაკლილანი (Jason McLellan).
ტესტირებამ აჩვენა, რომ მიღებული ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმში წინასწარ უნდა იქნეს შეყვანილი, როგორც ვაქცინა. პრეპარატს დიდი ეფექტი აქვს, თუკი ადამიანს ინფიცირებამდე, მინიმუმ, ერთი თვით ადრე მაინც გაუკეთდება.
ასევე, ამ ანტისხეულებით ინფიცირებულების მკურნალობაც შეიძლება, რათა გართულებები თავიდან იქნეს აცილებული.
კველვის ერთ-ერთი მონაწილე - ასპირანტი დენილე პენი აცხადებს, რომ კვლევა 2016 წელს დაიწყო. დასაწყისში მეცნიერებს, გასაგები მიზეების გამო, მიზნად არ ჰქონიათ ახალი კორონავირუსის წამლის ძიება.
„ეს იყო ჩვეულებრივი, ფუნდამენტალური კვლევა", - განმარტავს კვლევის მონაწილე ასპირანტი.
ტესტირების შედეგად 9-თვის ასაკის ლამასგან აღებული ანტისხეულები ეფექტური აღმოჩნდა SARS-CoV-1-ის და MERS-CoV-ის წინააღმდეგ, რომლებიც SARS-CoV-2-თან, ერთ ჯგუფში არიან.
კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მიღებული პრეპარატი შეიძლება COVID-19-ის რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის გამოიყენონ.
მიღებული შედეგები მეცნიერულ აპრობაციას მოითხოვს. კვლევის საბოლოო ვერსია 5 მაისს გამოქვეყნდება.
“Digest.pia“