რეზონანსი
01.05.2020

ტელეკომპანია "პირველზე" ნოდარ მელაძე ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუს იწყებს.

როგორც მელაძე ამბობს, გადაცემის ფორმატი სავარაუდოდ, "შაბათის კურიერის" მსგავსი იქნება, თუმცა ახალი გადაცემის ფორმატი საბოლოოდ ჩამოყალიბებული ჯერ არ არის. მისივე თქმით, გადაცემა ტელეეკრანებზე მაისის ბოლოდან გამოჩნდება.

„ახლა მიდის მუშაობა სტუდიის დიზაინზე, გადაცემის ფორმატზე, გუნდი იკრიბება, ვინც შაბათის თოქ-შოუ ჩემთან ერთად უნდა გააკეთოს. მოკლედ, ჯერ ზუსტად არ ვიცი, საბოლოდ როგორი ფორმატის იქნება გადაცემა. შემიძლია გითხრათ, რომ გადაცემა ეთერში გავა შაბათობით, იქნება „შაბათის კურიერის" მსგავსი, მაგრამ არა იდენტური, ახლა სწორედ საბოლოო ფორმატის ჩამოყალიბებაზე ვმუშაობთ", - აცხადებს ნოდარ მელაძე "2020NEWS"-სთან.

"ტვ პირველის" მთავარი პროდიუსერის ცნობითვე, გადაცემაზე ის ჟურნალისტები იმუშავებენ, რომლებმაც ტელეკომპანია "მთავარი" დატოვეს, ესენია: ვასილ დაბრუნდაშვილი, რუსუდან ჯაბანიშვილი, ეკო მაღრაძე და მაკა ანდრონიკაშვილი. მათ სავარაუდოდ შეუერთდებათ მაკა ჩიხლაძეც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×