
„მთავრობა აშკარად დაბნეულია, ექიმების პროფესიონალიზმმა კი უშველა მაგრამ მათი პროფესიონალიზმი სადაა, დაანებონ იმ მითითებებს თითქოს ხალხს ოპოზიცია მართავს ხალხს მართავს გაჭირვება, შიმშილი, ცარიელი მაცივრები და უმუშევრობა და თუ მერე ოპოზიცია ამაზე ლაპარაკობს, ეს სხვა საკითხია," - აცხადებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
მისივე აზრით, კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და ექიმების რეკომენდაციებს ქართული საზოგადოება დიდი სამოქალქო პასუხისმგებლობით მოეკიდა, ახლა კი მთავრობამ ხალხის ინტერესები უნდა დაიცვას.
„მე დავდივარ ქუჩაში და ვხედავ, რომ მდგომარეობა ერთი ორად უარესდება, თუ საგანგებო მდგომარეობა 22 აპრილამდე (აღდგომის დღესასწაულამდე) გასაგები იყო, რომელსაც მართლაც რომ ქართული საზოგადოება სიტუაციას გამაოგნებელი გაგებით მოეკიდა, აღდგომის ღამემ ბრწყინვალედ ჩაიარა და ინფიცირებულთა წრის გაფართოება არ მოხდა, ხელისუფლებისთვის ეს ძალიან სერიოზული შეტყობინება იყო, რომ ქართული საზოგადოება მზადაა გონივრულად მოიქცეს, ესმით ეს საფრთხეები მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ექიმების ზურგს უკან იმალებოდა, ექიმები ძალიან მკაცრები იყვნენ, მათი ხმა საზოგადოებამ გაიგო და აბსოლუტურად გონივრულად მოიქცა.
„აღდგომის შემდეგ აბსოლუტურად გაუგებარია თუ რატომაა კომენდანტის საათი და შეზღუდვები, საზღვრები ჩაკეტილია, აშკარად მთლიანად კონტროლდება ვირუსი, ყველა ინფიცირების ისტორია ვიცით, ამიტომაც საჭირო იყო, რომ კომენდანტის საათი მოხსნილიყო, ქალაქებს შორის გადაადგილება ყოფილიყო უფრო ნორმალური, ანუ აშკარად ამით უკვე საზოგადოების ნებას ცდიან? ეს მართლა არ მესმის, ვთვლი, რომ ხალხის ინტერესების დაცვაა საჭირო," - განაცხადა მან.
მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი სოციალური დახმარების პაკეტი უფრო მიზნობრივად შეიძლებოდა გადანაწილებულიყო.
„ასეთი ას-ორას ლარიანი დახმარებები შედეგს არ გამოიღებს, მგონია რომ საკმაოდ დიდი ფული ხურდავდება და ტყუილად იფანტება, ამის უფრო მიზანმიმართულად გამოყენება შეიძლება,მაგალითად ძალიან ბევრს ბანკის ვალი აქვს და წარმოდგენა არ აქვს როგორ გადაიხდის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საბანკო სექტორის გაძლიერება იქნებოდა, მომდევნო ნაბიჯი კი უმუშევრობის მოგვარება რომ ყოფილიყო.
„მთავრობა აშკარად დაბნეულია, ექიმების პროფესიონალიზმმა კი უშველა, მაგრამ მათი პროფესიონალიზმი სადაა, დაანებონ იმ მითითებებს თითქოს ხალხს ოპოზიცია მართავს, ხალხს მართავს გაჭირვება, შიმშილი ცარიელი მაცივრები და უმუშევრობა და თუ მერე ოპოზიცია ამაზე ლაპარაკობს ეს სხვა საკითხია, მგონია რომ ამაზე ოპოზიციისკენ თითის გაშვერა, მთავრობის პოზიციებს სცემს პასუხს.
„ახლა მთავრობა წარმატებულია, მაგრამ მეორე სერიოზული ეკონომიკური გამოწვევა იქნება , აქ მთავრობა კი არა ხალხი მადარდებს და ის წუხილი, რომელიც უკვე არსებობს, გაზაფხულია და ხალხი მიწას ვერ ამუშავებს,ბევრი საგონებელშია ჩავარდნილი იმიტომ რომ ხელისუფლებისგან არანაირი ინფორმაცია არაა.
„აქამდე ხელისუფლება ფარულად ეკლესიას ეჭიდავებოდა, მაგრამ დამთავრდა ეს ჭიდაობა, ახლა ვის ეჭიდავებიან, ახლა რატომ არ აჟღერებენ თუ რა პოზიციებით აპირებენ საზოგადოების დახმარებას, დახმარებები უნდა იყოს ფერმერებზე, დახმარებები უნდა წავიდეს სოფლად, რომ ადამიანებს ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მიეცეთ, ბევრს აქვს ამისი შანსი, რომ სოფლები და მიწები მიტოვებულია, ხელისუფლებისაგან ამ ტიპის არანაირი გეგმა არ ჩანს, გარდა იმისა რომ ხალხს ერთჯერადი დახმარება გაუწიეს,კი ბატონო ეს ცუდი არაა, მაგრამ ეს ფული რამდენად ეფექტურად დაიხარჯება ეს სხვა საკითხია.
„მგონია რომ როცა საზღვრები მკაცრადაა ჩაკეტილი, (რაც ძალიან კარგია და უნდა გაგრძელდეს)ვირუსის შიდა გავრცელება მკაფიო არაა და კონტროლს ექვემდებარება,მომხრე ვიქნებოდი, რომ პრაქტიკულად სახელწიფოს შიგნით ყველა შეზღუდვები მოხსნილიყოს, თუ სხვა მოსაზრებები არსებობს,რომ ჩვენ ქვეყნის შიგნით გვაქვს ვირუსი, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება კი ბატონო, მაგრამ აღდგომის დღესასწაულმა აჩვენა, რომ ეს ასე არ არის, თუ ვირუსის ლოკალური აფეთქება მოხდა იქ მოვახდინოთ რეაგირება, მაგრამ დანარჩენი საქართველო არ უნდა იყოს მძევალი ამა თუ იმ ლოკალური აფეთქების გამო."-განაცხადა ზაქარეიშვილმა.