რეზონანსი
01.05.2020

"ტაბულას" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალური ქსელით, ნინო ჟიჟილაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება:

"სულ ადრე-ადრე ევროპის საბჭოში როცა ვმუშაობდი - ქართველი ჟურნალისტები რომ ჩამოდიოდნენ, ზოგმა ენა არ იცოდა და იმის გამო რომ ევროპის საბჭოს ტელეცენტრის ხალხთანაც ვმეგობრობდი - ხშირად ვეხმარებოდი ურთიერთობის დამყარებაში.

დიდი აურზაური იყო ხოლმე - არიქა გადმოგორება, სამონტაჟო, GMT თბილისში რომელი საათია - 2000 იანების დასაწყისში. ჩემი ფრანგი და ბრიტანელი მეგობრები ტელეცენტრიდან ჟიჟის გამოყოფდნენ - "ორჯერ თქმა არ სჭირდება, პროფესიონალიაო".

მე და ჟიჟის ეთერშიც გვიჩხუბია, ბევრ საკითხზე ვერ შევთანხმებულვართ და ახლაც ვერ ვთანხმდებით. მაგრამ - ძალიან გამიტყდა, რომ არხის ხელმძღვანელობის ხედვა ჟიჟისას აცდა და ეს ყველაფერი არხზე ვიღაც, შეიძლება საოცრად მშრომელი, მაგრამ ყალბი და უზნეო სენსაციონალისტის მისვლას დაემთხვა".

შეგახსენებთ, რომ ნინო ჟიჟილაშვილის ნაცვლად, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურს ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×