
უვადო პატიმრობაში მყოფი მაგდა პაპიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს.
მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებული ახალგაზრდა ქალი დანაშაულს არ აღიარებს.
სასამართლოს განაჩენის მიუხედავად, ირწმუნება, რომ ეს შემზარავი მკვლელობა მას არ ჩაუდენია.
უფრო მეტ დეტალს მაგდა პაპიძე საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში მოყვება, რომელსაც ის საკანში წერს და დასაბეჭდად ამზადებს.
„პრაიმტაიმთან" საუბრისას მაგდას დედა, ლია პაპიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ეს ყველაფერი ჩანაწერების ეტაპზეა და მაგდას სურვილია, რომ წიგნად გამოსცეს.
„აგროვებს ჩანაწერებს. მითხრა - დედა შენზეც ვწერ ამ წიგნში, ამ პერიოდს რომ მატანინებო. დაწყებული აქვს წერა.
მამა გურამი შედის ხოლმე მასთან საკანში. მამაოსაც უთქვამს, რომ დაგეხმარები დაბეჭდვაშიო.
მე არ ვიცი კონკრეტულად რაზე და ვისზე წერს, მაგრამ ბევრ კითხვას გასცემს ალბათ პასუხს ამ წიგნში, თავის ტრაგედიაზეც, იმ საქმეზეც და თვითონ ციხის ცხოვრებაზეც.
დაწესებულებაში ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ყველასთან", - ამბობს ლია პაპიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე