
როგორ იმოქმედებს ხელისუფლების რეიტინგზე ქვეყანაში არსებული სიტუაცია და პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გადადგმული მკაცრი გადაწყვეტილებები. წინასაარჩევნოდ კორონავირუსი ხომ არ გახდება პოლიტიკური სურათის რადიკალურად ცვლილების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობა ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას გაგებით მოეკიდა, ერთი თვის შემდეგ, საზოგადოების ნაწილის განწყობა რადიკლაურად იცვლება და პანდემიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლას ქვეყანაში არსებული მძიმე სოცილური-ეკონომიკური მდგომარეობა წონის. შიმშილის შიშმა, შესაძლოა კორნავირუსის შიშს სძლიოს, და „ოცნების“ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკირიზისული გეგმა უარყოფითად შემოტრილადეს.
„რეზონანსთან“ ანალიტიკოსები და სოციოლოგები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უკვე ძალიან აღარ უნდა გადაამლაშოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის ტალღა გაიზრდება. მათი აზრით, კორონავირუსთან ბრძოლის ორი მიმართულება არსებობს. ერთი სამედიცინო კუთხით, სადაც ხელისუფლებამ ფარად ექიმები დაიყენა, რომლებიც საქმეს ზედმიწევნით სწორად აკეთებენ. ხოლო მეორე მიმართულება სოციალურ-ეკონომიუკური კრიზისია, რომლის მოგვარებაც უშუალოდ ხელისუფლების ვალდებულებაა. თუმცა წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის შემდეგ, ლოგიკურია, რომ კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლა მეორეხარისხოვანი გახდეს.
სოციოლოგი იგაო კაჭკაჭიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ტაქტიკას ორი მხარე აქვს. პირველი ეს არის სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებები. სამედიცინო კუთხით ღონისძიებებს ხელისუფლება სამედიცინო პერსონალის მეშვეობით სწორად აკეთებს. თუმცა მეორე საკითხია ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიზანი ხალხის ფინანსური დახმარება უნდა იყოს.
„სამედიცინო გადაწყვეტა არსებული პრობლემის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამს. თუმცა ხელისუფლებასა და ამომრჩეველს შორის სწორედ ეს სამედიცინო პერსონალი დგას. მაგრამ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, ეს არის სწორედ პრობლემა, რომელიც საზოგადოებაში უკვე დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ამ ანტიკრიზისული გეგმით ხელისუფლება ძალიან სევდიან შედეგს თავიდან ვერ აიცილებს. მოსახლეობის 40%-დან 50-%მდე ან სიღარიბეში იქნება ან კიდევ სიღარიბის ზღვარზე იცხოვრებს.
ეს ხელისუფლებას რამდენად ჩაეთვლება მიღწევად და რამდენად შეძლებს საარჩევნოდ ქულების დაწერას, ნაკლებად მოსალოდნელია. ყველამ კარგად ვიცით, რომ პროტესტის ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება. ხალხს თანდათან უფრო გაუჭირდება და ხელისუფლების მიერ გადადგმული სამედიცინო კუთხით წარმატებული ნაბიჯები მათთვის მეორეხარისხოვანი გახდება“, - ამბობს კაჭკაშიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის ეს გეგმა საკმარისი არ გამოდგეს და მეტი მოითხოვონ. 200–ლარიანი დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვინც გაცილებით დიდ ხელფასს იღებდა, ხელსუფლების სასარგებლოდ ვერ იქნება გამოყენებული. ხოლო თვითდასაქმებულებში, რომლებიც ამასაც ვერ აიღებენ თუ არ დაადასტურეს, წარმოუდგენლად დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ ათასობით ადამიანი, რომლებიც ფაქტობრივად შიმშილისთვის არიან განწირულები, საკმაოდ უარყოფითად იქნება განწყობილი ხელისუფლების მიმართ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ არის თუ არა ახლა „ოცნების“ რეიტინგი გაზრდილი ან პირიქით დაკლებული, კვლევის გარეშე ამაზე საუბარი რთული იქნება. ამისთვის სოციოლოგიური გამოკითხვა უნდა ჩატარდეს.
„ჯერჯერობით ოპოზიციის რადიკალური გამოხტომები ნოყიერ ნიადაგზე ვერ ხვდება, რადგან საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. ემოციურად, ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად საგანგებო მდგოამრეობა დადებითად საზოგადოებაზე როგორ შეიძლება აისახოს და ეს ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ რანაირიად უნდა გამოიყენოს, ძნელი წარმოსადგენია. თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილს, ჩემი შეფასებით, გაცნობიერებული აქვს, სასწორის მეორე მხარეს რა დევს. ყველას კარგად ესმის, რომ შესაძლოა ეპიდემიის აფეთქება მოხდეს და უფრო დიდ გასაჭირში ჩავვარდეთ, ვიდრე ახლა ვართ. ამიტომაც ოპოზიციის და მათი მომხრეების მოწოდებები საგანგებო მდგომარეობა გაუქმებაზე, მათ პოლიტიკურ ქულებს ნაკლებად მოუტანს. ხალხი ხვდება, რომ ეს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი დაინფიცირებას ნიშნავს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამაც უნდა გაითვალსიწინოს მოსახლეობის თმენა სადამდე შეიძლება გაგრძელდეს. არ გადაამლაშოს და იმ შეზღუდვების მოხსნა დროულად დაიწყოს, რომელიც მეტ-ნკალებად უფრო უსაფრთხო იქნება. რამდენადაც მე ვიცი, თავად ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტებიც ამბობენ, რომ რაღაც შეზღუდვების მოხსნა უმტკივნეულოდ შეიძლება. ამიტომაც ახლა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული“, -ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.