
რა ხდება „ტვ პირველში“ და აპირებს თუ არა არხის დამფუძნებელი წინასაარჩევნოდ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას - ეს კითხვა მედია ექსპერტებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურს ნინო ჟიჟილაშვილი აღარ უხელმძღვანელებს. მან ამის შესახებ მედიასთან 1 მაისს ისაუბრა და მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ტელეკოპმანიის მენეჯმენტსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობაა და გარკვეულ საკითხებზე მათი მოსაზრება არ დაემთხვა.
არხის დირექტორმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ საინფორმაციო სამსახურს თავად უხელმძღვანელებს, ხოლო ამ თანამდებობიდან ჟიჟილაშვილის წასვლა იმით არის განპირობებული, რომ წინასაარჩევნოდ ის თოქ-შოუს წაიყვანს. თუმცა, უკავშირდება თუ არა ეს „მთავარი არხიდან“ ნოდარ მელაძის „ტვ პირველზე“ გადასვლას, რომელიც არხის მთავარი პროდუსერი გახდა, ძნელი სათქმელია. ამის შესახებ ვეცადეთ, რომ ინგა გრიგოლიასთვის გვეკითხა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
მედია ექსპერტი ნინია კაკაბაძე „რეზონანსთან“ აცახდებს, რომ ნინო ჟიჟილაშვილის საინფორმაციაო სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვება, შესაძლოა „მთავარი არხიდან“ „ტვ პირველზე“ ნოდარ მელძის გადასვლას უკავშირდებოდეს. კაკაბაძე ფიქრობს, რომ ტელევიზიაში ცვლილება სწორედ ამიტომ მოხდა.
მისი განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვება ნამდვილად გაცილებით მაღალი დონის, უფრო პროფესიონალური, კომპეტენტური და დაბალანსებული იყო. ამიტომაც მას გული წყდება, რომ ბოლო ეს ორი თვის წარმატება შესაძლოა წყალში ჩაიყაროს.
„ძალიან მწყდება გული, რომ ნინო ჟიჟილაშვილი, რომელმაც ორ თვეში საკმაოდ დიდი წარმატებას მიაღწია, საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს. ვხედავ საფრხეს, რომ საინფორმაციო გამოშვების მომზადებაში ნოდარ მელაძე ჩაერთვება, რომელთანაც მე პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ის სტილი მისაღები არ არის, რომლითაც ის მუშაობს.
„მე სენსაციაზე და „ყვითელ“ ინფორმაციაზე დაფუძნებული ნიუსები არ მიყვარს. ამის მომხმარებელი არ გახლავართ და აქდენა გამომდინარე ჩემი წუხილიც ამას ეხება“, -ამბობს ნინია კაკაბაძე „რეზონანსთან“.
ჩვენს კითხვაზე ხედავს, თუ არა ტელევიზიის დამფუძნებლის სურვილს, რომ წინასაარჩევნოდ „ტვ პირველი“ სრულიად სხვა პლათფორმაზე გადაერთოს, ნინია კაკაბაძე გვპასუხობს, რომ ეს ახალი გადაწყვეტილება ლოგიკურად ამ ეჭვს აჩენს. ექსპერტი ამბობს, რომ ეს არის ვარაუდო მხოლოდ და ვნახოთ მომავალში დრო აჩვენებს არხის სარედაქციო პოლიტიკა რა მიმართულებით წავა და შეიცვლება.
„არ მინდა წინასწარ დაზუსტებით რაიმეზე ვისაუბრო, მაგრამ ლოგიკურად ეს ეჭვი ჩნდება. მომხრე ვარ იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ინფორმაცია მაქსიმალურად კრიტიკული იყოს, მაგრამ არ ვარ მომხრე იყოს ისტერიული და ყვითელი, რაც საქმეს არ წაადგება, არავითარ შემთხვევაში დადებით შედეგს არ მოიტანს. ასე მწამს და ასე მჯერა. კრიტიკულობა ჟიჟილაშვილის დროსაც არ აკლდა“, - ამბობს ნინია კაკაბაძე „რეზონანსთან“
ჩვენს კითხვაზე, ხომ არ დაკარგავს ამის გამო „ტვ პირველი“ მაყურებელს, ან პირიქით, ხომ არ აქვს ტელევიზიის მფლობელს გათვლა, რომ ამით უფრო მეტ მაყურებელს შეიძენს, ნინი კაკაბაძე ამბობს, რომ დაეკარგება კიდევაც და ახალსაც შეიძენს.
„ვისაც „ყვითელზე“ და სენსაციაზე დამყარებული ნიუსები უყვარს, იმ მაყურებელს, რა თქმა უნდა, რომ შეიძენს. თუმცა ნაწილს დაკარგავს. მაგალითად, ჩემნაირი ტიპის მაყურებელს დაკარგავს. ვნახოთ, ეს ალბათ პროპორციული იქნება“, - ამბობს ნინია კაკაბაძე „რეზონანსთან“.
მედიაექსპერტი ნათია კუპრაშვილი „რეზონანსთან“ ასევე ამბობს, რომ ეს არის არასასიამოვნო გადაწყვეტილება. მისი თქმით, ნინო ჟიჟილაშვილი ასე თუ ისე, თავისი პრინციპებით და მიდგომებით საკმაოდ გამოირჩევა. ამიტომაც ეს გარკვეულ სიგნალს ნიშნავდა იმისას, რომ დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მაყურებლამდე მოხდებოდა. კუპრეიშვილი ფიქრობს, რომ მაყურებელი, რომელიც „ტვ პირველს“ ენდობა, ისინი სიცხადეს იმსახურებენ, რათა გაიგონ, რეალურად ტელეკომპანიაში რა ხდება.
„ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს არ არის არხის კარგი გადაწყვეტილება. მენეჯმენტის კუთხითაც რომ შევხედოთ, ძალიან ცუდია, რომ მენეჯერი საინფორმაციოს უფროსობასაც ითავსებს და დირექტორმა ინგა გრიგოლიამ ეს ორი საქმე უნდა გააკეთოს. ყველას გაუჭირდება, რადგანაც ჯერ კოვიდის ფონზე ასეთი პროპლემები გვაქვს და შემდეგ წინასაარჩევნო პროცესებში შევდივართ.
„როგორც ჟიჟილაშვილი ამბობს, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტის დატოვება თავად გადაწყვიტა, რადგანაც არხის მენჯემნეტთან და მფლობელებთან აზრების თანხვედრა არ ჰქონდა. ეს უკვე, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. თუმცა მოვერიდები, რომ ეს ვინმეს კონკრეტულად დავუკავშირო, თუნდაც ნოდარ მელაძის არხზე მისვლას. ეს შთაბეჭდილება თავისთავად მართალია ჩნდება, მაგრამ პირდაპირ ხელის გაშვერას მაინც მოვერიდები.
„ის უფრო არის საინტერესო, თუ რაში ვერ მოხვდა აზრების თანხვედრა. სხვა დანარჩენი რთულია ვიმარჩიელოთ რელურად უკავშირდება თუ არა მელაძის არზე გადასვლას“, - ამბობს ნათია კუპრეიშვილი „რეზონანსთან“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე კი „რეზონანნსთან“ ამბობს, რომ „ტვ პირველის“ შიდა სარედაქციო პოლიტიკა და გადაწყვეტილებები მხოლოდ მისი საქმეა, ამიტომაც რთულია რაიმე კონკრეტულზე ვისაუბროთ, თუ რატომ დატოვა ნინო ჟიჟილაშვილმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა.
მისი თქმით, მათი ორგანიზაციის მოვალეობაა, რომ დააკვირდნენ წინასაარჩევნოდ სარედაქციო პოლიტიკას, რასაც „ტვ პირველმა“ წინა არჩევნებზე თავი საკამოდ კარგა გაართვა. ამიტომაც აჟიოტაჟი, რომ შესაძლოა მელაძის ტელევიზიაში მისვლით სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალოს, ჯერჯერობით საფუძველს მოკლებულია.
„ეს უკვე ტელევიზიის და მის დამფუძნებლის გადაწყვეტილებაა - რას, რატომ და როგორ აკეთებს. დაკარგავს ამით მაყურებელს თუ არა, ალბათ ამას თავად უკეთესად განსაზღვრავენ.
„ჩვენთვის, როგორც საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელი ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით არხი დაბალანსებული და ობიექტური იყოს. რასაც ეს ტელეკომპანია ზედმიწევნით კარაგად ახერხებს. თუ ახლა ტელეკომპანიის შიგნით სარედაქციო კუთხით დამფუძნებელი რაღაც გადაწყვეტიებას იღებს, ეს მათი უფლებაა და ამაში ვერავინ ჩაერევა. ხოლო თუ ვინმეს უფლებები ირღვევა, ესეც საინტერესოა ჩვენთვის.
„ტვ პირველი“ არჩევნების გაშუქების კუთხით ბოლო დროს ლიდერი იყო, მაგრამ დავაკვირდებით პროცესებს, შეინარჩუნებს თუ არა ასეთივე მაღალ სტანდარტებს. ვნახოთ, წინასწარ ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა საჭიროდ მაინც არ მიმაჩნია“, - ამბობს ბენიძე „რეზონანსთან“.
საია-ს დირექტორი სულხან სალაძე „რეზონანსთან“ ასევე აცხადებს, რომ არხზე მიმდინარე ცვლილებები კერძო კომაპნიის გადაწყვეტილებაა და მასში ჩარევა და რაიმე ზედმეტი შეფასებების გაკეთება რთულია. მისი განცხადებით, თუ რაიმეს თქმა სურს ან ჟიჟილაშვილს ან კიდევ გრიგოლიას, მაშინ ისინი ამაზე ღიად ისაუბრებენ.
რაც შეეხება ვინმეს მისვლას ტელეკომპანიაში და ამ ამბის მასთან დაკავშირებას, სალაძე ამბობს, რომ ესეც მხოლოდ ვარაუდების დონეზე გაჟღერებული ინფორმაცია იაქნება. ამიტომ იმაზე რაზეც საუბარი ზუსტად არ შეუძლია, კომენტარს ვერ გააკეთებს.
„ძალიან რთულია კონკრეტულად იმაზე ვისაუბროთ, რაც არ ვიცით. კერძო კომპანიაში ვერავინ ჩაერევა და მათი უფლებაა, რა გადაწყვეტილებაც უნდათ იმას მიიღებენ. ვერ გეტყვით რატომ გადაწყვიტა ჟიჟილაშვილმა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსიის თანამდებობა დაეტოვებინა. ამას ვერც ნოდარ მელაძის ტელეკომპანიაში მისვლას დავაბრალებ. ჯერჯერობით არაფერი ჩანს და ვნახოთ, დაველოდოთ სიტუაციის განვითარებას და შემდეგ უკვე რაიმეზე საუბარი შესაძლებელი იქნება. მანამდე რაიმე დასკვნებისგან და კომენტარისგან თავს შევიკავებ“, - აცახდებს „რეზონანსთან“ სალაძე.