რეზონანსი
02.05.2020

სწორი მენეჯმენტი რომ არა, პიკს უფრო ვიგრძნობდით და გვექნებოდა გარკვეული აფეთქება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ხელისუფლება აძლევს თავს უფლებას შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს, თუმცა ამას მოსახლეობამაც უნდა შეუწყოს ხელი.

არსებული დინამიკა ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში ხელისუფლება საზოგადოების მონაწილეობის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევდა.

„მაღალი სანქციები არის იმისათვის, რომ პრევენცია მოხდეს. ამან შედეგი გამოიღო. რომ არა სწორი გადაწტვეტილებები დღეს მართლაც აფეთქება გვექნებოდა, სააღდგომო დღეებიდან გამომდინარე. არ გვაქვს ის მზარდი დინამიკა, რომელიც კატასტროფულ შედეგებს მოიტანდა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×