რეზონანსი
03.05.2020

„ლეიბორისტული" პარტიის ლიდდერი შალვა ნათელაშვილი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს და მარნეულელი ხალხის შესახებ წერს.

"მარნეულში ცხოვრობს უაღრესად მშრომელი ხალხი,უპირველესად ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე ვამბობ,წელიწადში ორი-სამი მოსავალი მოყავთ ,რომ გამოგვკვებონ და უმთავრესად თბილისი მოამარაგონ,სწორედ მათი დაკოჟრილი ხელებით ვჭამთ პურს.

ამ უაზრო საგანგებომ,შეუბრალებელმა საკარანტინო რეჟიმმა და კომენდანტის საათმა მაგ ხალხს ლუკმა-პური გაუნადგურა,ნერვები დაწყვეტილი აქვთ,ამიტომაც დაუშვებელია ისეთი სისულელეების ბლუყუნი რასაც აქ ვკითხულობ.ჩვენ ერთად ვაშენებთ მომავლის დიდ საქართველოს და ეს გაიცნობიეროს ყველა ემოციებზე ავარდნილმა თვითმარქვია მოაზროვნემ."- წერს ნათელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×