რეზონანსი
04.05.2020

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“ხალხო, რას ითვლით და ანგარიშობთ ბზობა-აღდგომის შემდგომ ინფეცირების რაოდენობას?! არაა ნიშნის მოგება სწორი პოზიცია (მორწმუნეთათვის თავად შედარებაც კი ეჭვის შემცველია და მცირე რწმენის მანიშნებელი). მოდი ასე ვთქვათ: იმუშავა ამ გაფრთხილებებმა (ცოტა მომეტებულად რომ იყო, გეთანხმებით და თავად ჩემი მეგობარიც - “მომეტებული გაფრთხილების” ავტორი. ამას თავისი ახსნა აქვს) და ამავე დროს, ერმა და ბერმა საჭირო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა! გავიხაროთ რწმენითაც და შედეგითაც! ამ კარგ ამბავსაც ნუ გავხდით კამათის და დაპირისპირების საგნად” – წერს დავუთ გადელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×