
ასტროლოგი ხათუნა ნოელი 5 მაისიდან მომდევნო 18 თვის მანძილზე მოსალოდნელი ასტროლოგიური ცვლილებების შესახებ წერს, რაც ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა უნდა გაითვალისწინოს, თუ განვითარება და წინსვლა სურს:
"5 მაისს მთვარის კვანძები კირჩიხი-თხის რქის ზონას ტოვებენ და ნიშნების ღერძს იცვლიან - აღმავალი კარმული კვანძი გადადის ტყუპებში, ხოლო დაღმავალი - მშვილდოსანში. ისინი აქ 2022 წლის 18 იანვრამდე დარჩებიან.
ვინაიდან აღმავალი კვანძის მისია გვექნება შესასრულებელი, უნდა უპირველეს ყოვლისა გავიაზროთ, რას წარმოადგენს ტყუპების მმართველი პლანეტა მერკური. როგორც იცით, მისი მეშვეობით იმართება ჩვენი აზროვნების, განსჯის, კომუნიკაციის უნარები, სწორედ ამიტომ ეს დრო მოითხოვს ჩვენგან გონების მაქსიმალურ აქტივობას.
საჭირო გახდება ვიყოთ მზად ახალი ცოდნის მისაღებად; უნდა მოვახერხოთ და განვთავისუფლდეთ მოძველებული რწმენებისა და დოგმებისგან, არ გავყვეთ წინასწარ შექმნილი სტერეოტიპული შეხედულებებს და ინფორმაციულ ფილტრებს, შევძლოთ საგნებსა და მოვლენებზე განსხვავებული კუთხიდან შეხედვა, რათა დავინახოთ ახალი შესაძლებლობები. თუმცაღა, ამავდროულად უნდა შევძლოთ და არ უნდა დავიკარგოთ მოზღვავებულ ინფორმაციულ ნაკადში.
კიდევ უფრო წინ წამოიწევს კომერციისა და ვაჭრობის თემა. მომსახურების ინდუსტრია, აგრეთვე საშუამავლო ბიზნესი, მათ შორის კურიერული მომსახურებაც.
ახალ განვითარებას ჰპოვებს სატრანსპორტო სფეროც.
დღის წესრიგში დადგება საშუალო სკოლისა და სპეციალური განათლების საკითხებიც.
მნიშვნელოვან როლს შეიძენს პრესა, ინფორმაცია, რეკლამა.
ჩამოთვლილი დარგების სპეციალისტები შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადებიც კი იყვნენ მიმდინარე პერიოდში.
ძალზე დაფასდება ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების (ოღონდ ხარისხიანად, რა თქმა უნდა!) უნარი.
რამ შეიძლება ამ მისიის შესრულებაში ხელი შეგვიშალოს?
ადაპტაციის უნარის არქონამ, ერთფეროვნების და ძველი სტერეოტიპების სიყვარულმა, სიზარმაცემ, მოუქნელობამ, კითხვისა და სწავლის სურვილის არ ქონამ, ინფორმაციიის გაცვლის არასწორმა გზებმა (მაგ. ჭორაობამ), საყოველთაოდ მიღებული აზრების ბრმად, გაუაზრებლად მიღებამ, კარჩაკეტილობამ.
და რადგან კარჩაკეტილობა ვახსენე, ბარემ აქვე ვიტყვი, სამყაროს ახალი კარმული მისია ნამდვილად აღარ შეიძლება გამოიხატოს სლოგანით #დარჩისახლში. რადგან ეს კირჩხიბიული მისიის ბოლო აკორდები იყო. ტყუპერი მისიის გამომხატავი სლოგანები კი ალბათ ასეთი შეიძლება იყოს #ვისწავლოთდაგანვვითარდეთ! ან #ადაპტაციისდროა!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე