
ყოფილი ტელეწამყვანი, ფოტომოდელი ნუკი კოშკელიშვილი უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება და ამერიკელ ქმარს, მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით ეკონტაქტება. მისი მეუღლე ექიმი ბენჯი ჩაიმი კი ნიუ იორკში კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობს. ამის გამო ნუკი კოშკელიშვილმა კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებზეც გამოთქვა საკუთარი მოსაზრება:
“რა ვერ გავიგე იცით? ორი კვირის წინ არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთო. ახლა ხსნიან რაღაცებს ნელ-ნელა, ხოდა რა შეიცვალა, რამე გამომრჩა? ორი კვირის წინ არ შეიძლებოდა და ორ კვირაში შეიძლება?
მე კი მიხარია, ძალიან. მეც ეგ მინდა გამოვიდეთ, უბრალოდ, ვერაფერი გავიგე…
დღემდე მგონია ეს ყველაფერი დიდი შეთქმულება, აფიორა ან გეგმაა. მოკლედ, არ ვიცი, მაგრამ რაღაც ისეთი რასაც არ გვეუბნებიან! ჩამოყარეთ თქვენი შეთქმულების თეორიები!" - წერს კოშკელიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე