ია აბულაშვილი
05.05.2020

„ინტერპელაციის წესით მთავრობის წარმომადგენელი უნდა მივიდეს პარლამენტში, მაგრამ რას გადაწყვეტენ ხელისუფლებაში - არ ვიცი. მეორე საკითხია, თუ რა აუცილებლობით არის ეს გამოწვეული მაშინ, როცა მთავრობა და კერძოდ პრემიერ-მინისტრი სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს", - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, პრემიერ გახარიას ინტეპელაციის წესით პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით.

„ორჯერ, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ" გახარია პარლამენტში დაიბარა, ის არ მობრძანდა, გამოაგზავნა მხოლოდ წარმომადგენელი. ამჯერად მას კონსტიტუცია ავალდებულებს მობრძანდეს პარლამენტში და პირდაპირ გასცეს შეკითხვებს პასუხები. არმოსვლის შემთხვევაში ის კიდევ ერთხელ დაარღვევს კონსტიტუციას", - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.

„ინტერპელაციის წესი პარლამენტის რეგულაციებში სიახლეა, რომელიც თავად „ოცნებამ" შეიტანა. ამ წესით ხელისუფლების წარმომადგენელი უნდა მივიდეს პარლამენტში, მაგრამ რას გადაწყვეტენ მთავრობაში, არ ვიცი. მეორე საკითხია, თუ რა აუცილებლობით არის ეს გამოწვეული მაშინ, როდესაც მთავრობა და კერძოდ პრემიერ-მინისტრი ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს.

„ისეთი განცდა მაქვს, რომ ოპოზიცია, რომელიც მთელი ეს პერიოდი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ცდილობს საზოგადოებას თავი შეახსენოს, როგორც გავლენის მქონე პოლიტიკურმა ძალამ. ამაზე მიუთითებს ბოლო დღეებში მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები. თუნდაც ის, რომ წყვეტენ ბოიკოტს და მოითხოვენ საგანგებო მდგომარეობის დროს აღდგეს საპარალმენტო მუშაობა. ანუ ოპოზიცია იწყებს გააქტიურებას.

„გასაგებია, რომ ეს მათი სამომავალო მოქმედებების განჭვრეტის საშუალებას გვაძლევს - რომ შეტევები განახორციელონ ხელისუფლებაზე. ინტერპელაციის წესით პრემიერის დაბარება პარლამენტში კანონით განსაზღვრული ოპონირების მეთოდია. კარგია, თუ ამ ჩარჩოებში დარჩებიან და დესტრუქციულ მეთოდებს არ მიმართავენ" - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×