
საქართველომ შესაძლოა კორონავირუსი რამდენიმე კვირაში საბოლოოდ. სხვადასხვა კლინიკების ხელმძღვანელებსა და ინფექციონისტთა ნაწილს საკუთარი პროგნოზი აქვთ.მათი აზრით, ის ფაქტი, რომ ვირუსით ინფიცირების ახალი კერები ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში არ გამოვლენილა, იმედისმომცემ მოლოდინს აჩენს.
„რეზონანსთან“ საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში გარკვეული სახის კვლევა მიდის და ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში ექნება. „დაველოდოთ, ცოტა დარჩა. საინტერესო კვლევებია“- განუცხადა „რეზონანსს“ იმანძემ საქართველოში ეპიდემიის სავარაუდო დასასრულზე საუბრისას.
ინფექციური საავადამყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია საქართველოში კორონავირუსის დამარცხების სავარაუდო თარიღად ივნისის დასაწყისს ასახელებს.
უფრო ოპტიმისტური პროგნოზი აქვს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორ ლევან გოფაძეს და ის თვლის, რომ კორონავირუსი საქართველოში უკან 26 მაისიდან დაიხევს.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი კი ფიქრობს, რომ კორონავირუსი „რამდენიმე კვირაში“დამარცხდება.
როდის დასრულდება საქართველოში კორონავირუსი – ამის სავარაუდო ვადა სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევარებმაც გამოთვალეს. პროგნოზი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ddi.sutd.edu.sg გამოქვეყნდა და ამ კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსისეპიდემია 97%-იანი ალბათობით 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით 2020 წლის 25 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი – 2020 წლის 28 ივლისს. აღწერაში ასევე განმარტებულია, რომ მონაცემებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
ქართველ სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეპიდემიის დასრულების კონკრეტული თარიღების დასახელება პრაქტიკულად შეუძლებელია. ინფექციონისტები მარინა ენდელაძე და ალექსანდრე გოგინავა აცხადებენ, რომ არა აქვთ ინფორმაცია რა კვლევებზეა საუბარი და რთულია ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება. იგივეს აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას ინფეციონისტი და ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე კი ფიქრობს, რომ დათბობასთან ერთად ივნისისთვის ვირუსი უკვე უკან დაიხევს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ იკლო, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი მოიმატა. შესაბამისად, კოვიდ–ეპიდემია დასასრულისკენ მიდის.
„ცხელებიანიპაციენტების რიცხვიიკლებს, იმიტომ, რომ სეზონურიგრიპიც გადის. რაცშეეხება ინფექციის დასრულებაზე პროგნოზებს, ეს არამარტო სინგაპურის, არამედ სხვაუნივერსიტეტებმაც დადეს და სხვადასხვათარიღები დასახელდა, მათშორის საქართველოსთან მიმართებაში.
„ფაქტია, ბოლოპერიოდში ასეთი ზრდა აღარშეინიშნება, შემცირდა კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, უკვეგამოჯანმრთელებულთა რიცხვიც საგრძნობლად მატულობს, რაც ძალიან კარგია. მზადვართპროგნოზებს წინგავუსწროთ და კორონავირუსი 26 მაისსაც დავამთავროთ. მაშინყველანი უფრობედნიერები ვიქნებით და ჩვენსამუშაოს უფრო სერიოზულად დავუბრუნდებით.
„ჩვენმხოლოდ ჩვენს პაციენტებს ვიცნობთ, პროგნოზებს ეპიდემიოლოგები აკეთებენ, ისინი მასშტაბურად უყურებენ, აფასებენ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში შექმნილ სიტუაციას. ფაქტია, ყველაქვეყანამ დაღმასვლა დაიწყო. ზოგქვეყანაში მატება არის, მაგრამ სიკვდილიანობის დაინფიცირების დღიური მაჩვენებელი იკლებს, რომელიც ლიდერობდა კოვიდინფექციაში. ასერომ,უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია მიდისდასასრულისკენ. ოდესმე ხომ უნდადასრულდეს?!“ - აღნიშნა ლევან გოფოძემ.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არგვყოლია.იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენიკლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს“, –ამის შესახებ კი თბილისისსახელმწიფო საუნივერსიტეტო დირექტორმა, ლევანრატიანმა განაცხადა.
„კოვიდინფიცირებული გვყავს 61.დღეს კლინიკიდან 6 გამოჯანმრთელებული პაციენტიეწერება.10 პაციენტისპირველადი ტესტისპასუხი გვაქვს მიღებული, იმედი გვაქვს, რომ ათივესთანგანმეორებით მოვაუარყოფითი და დღისბოლოსთვისკიდევ 10 პაციენტი დატოვებს კლინიკას. გვყავსორიორსული ქალბატონი, დადასტურებული შემთხვევა, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არგვყოლია, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენიკლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს“, – განაცხადარატიანმა.
ინფექციიონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ზუსტად არ იცის რა კვლევებზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა, მისი ვარაუდით შესაძლოა ეს იყოს კვლევა იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში ახალი დანფიცირებულების კერა აღარ ჩნდება. ხმალაძე ამბობს, რომ როცა რეგრესისკენ მიდის სიტუაცია და ეს ბოლო დღეების განმავლობაში კარგად ჩანს, ეს უკვე გარკვეული სახის პროგნოზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს.
„როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი კერები არ გვაქვს და ვირუსის გამოვლენა მხოლოდ ძველი კლასტერებიდან ხდება, ანუ უკვე ცნობილი კერებიდან, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსი რეგრესს განიცდის. მეორე მომენტი ისიც არის, რომ ტესტები უკვე მასიურად კეთდება და ამის საფუძველზე დაახლოებითი ციფრების დასახელება ხდება.
„ძალიან მიკვირს სინგაპურის კვლევაში, სადაც 28 ივლისია დასახელეებული, რაზე ეყრდნობიან, იმიტომ, რომ სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, ვირუსის დამარცხება ივნისში უკვე შესაძლებელი იქნება. ადრეც ვთქვი, რომ ზაფხულში ის როგორც ჩვეულებრივი ვირუსი გაქრება.
„რელურად კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციაა. შესაძლოა საქართველოს მაგალითზე ვთქვათ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ის შესუსტდება და სიცხეზე გაქრება. ულტრაიისფერი სხივები ვირუსზე ზემოქმედებას ახდენს და ის იმ ძალას კარგავს, რაც აქამდე ჰქონდა“,-ამბობს ინფექციონისტი „რეზონანსთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, შესაძლო პიკი უკვე გადავლილიც გვაქვს და თუ ე.წ. მეორე ტალღა არ წამოვიდა, მაშინ ზაფხულში ვირუსის შემთხვევები აღარ გვექნება. თუმცა, ხმალაძე ამბობს, რომ თუ მეორე ტალღა წამოვიდა, მოსახლეობას იმუნური სისტემა უკვე გაძლიერებული ექნება და მეორე ტალღაც ძლიერი არ იქნება. ინფექციონისტი ამბობს, რომ, მისი დაკვირვებით, ყველაზე ცუდი, რისიც გვეშინოდა, გადავლილია.
ინფექინოისტი და ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძისთვის კი გაუგებარია მსგავსი სახის პროგნოზები რაზე დაყრდნობით კეთდება. „რეზონანსთან“ სურგულაძე ამბობს, რომ გასაიდუმლოებულია რა სახის კვლევები მიდის საქართველოში და ასეთი სახის პროგნოზებს რის საფუძველზე აკეთებენ, უცნობია.
მისი აზრით, ქვეყანაში მოცემული სტატისტიკა რეალური არ არის და შესაბამისად, ზუსტი პროგნოზი – რა და როგორ იქნება – რთული გასაკეთებელია. ექიმი ფიქრობს, რომ კორონავირუსის ხასიათი მსოფლიოში ბოლომდე შესწავლილი არ არის და შესაძლოა ე.წ. მეორე ტალღა საერთოდაც ზაფხულში იყოს. ამიტომაც წინასწარი დასკვნებისგან თავის შეკავება სჯობს.
„არ ვიცით რეალურად რა კვლევებს ატარებენ. ამაზე ღიად არავინ საუბრობს. გასაიდუმლოებული აქვთ და რატომ – ამასაც ვერ გეტყვით, არ ვიცით. პირიქით ხომ უფრო კარგია – რომ საზოგადოება დაამშვიდონ და გვითხრან რას აკეთებენ.
„რაც შეეხება სინგაპურის უნივერსიტეტის კვლევას, ესეც არ არის სარწმუნო, რადგანაც მათ ეს კვლევა ჩვენებისგან მიღებული ინფორმაციით ჩაატარეს. ანუ, რასაც ჩვენ გვეუბნებიან, ის უთხრეს იმ უნივერსიტეტის მკვლევარებსაც. იმათმაც დასკნვა ასეთი გამოიტანეს.
„თუმცა, საკითხავი ის არის, რომ ეს სტატისტიკა, რაც მიაწოდეს, რასეყრდნობა. ტესტები ახლა ჩამოუვიდათ და მანამდე რა გამოიკვლიეს? ანუ, გაუგებარია ამდენი ხნის განმავლობაში რას იკვლევენ. ასე ჰაერზე პროგნოზების გაკეთება და რიცხვების დასახელება არ შეიძლება. კორონავირუსის ბუნება ჯერ მსოფლიოში ვერავინ ამოხსნა და მისგან ყოველთვის ყველაფერია მოსალოდნელი. თეორიულად ისიც კია შესაძლებელი, რომივნისში ან ივლისში ე.წ. მეორე ტალღამ დაგვარტყას“,-აცხადებს ინფექციონისტი „რეზონანსთან“.