რეზონანსი
06.05.2020

ქართველმა ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა კავკასიის ეთერში მაყურებელს მძიმე სურათი დაუხატა, რომელშიც მისი თქმით, როლებს ბილ გეითსი და ილონ მასკი თამაშობენ. ასტროლოგის ამ გამოსვლას აქტიური გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. მის გამოსვლას ეხმაურება რუსუდან შარაძეც:

„ყველა ეპოქაში, ჰყავდათ და იყენებდნენ ცაგარელისნაირ შარლატანებს. სხვადასხვა იყო ტექნოლოგიები, მიზანი ყოველთვის ერთი-ტყუილ-მართალის ერთმანეთში იმგვარად აზელვა და გადაზელვა, რომ მერე სიმართლეც არავინ დაიჯეროს.

იდეა ძირშივე მოისპოს, ბრბოს ერთმა ნაწილმა იხარხაროს, ხოლო მეორე ნაწილი კი ამ შარლატანებს ღმერთის ხმად მიიჩნევდეს.

არ ვიცი, მის ბოდვაში, რა არის მართალი და რა ტყუილი, არც ის ვიცი, ვინ დაავალა, რომ ერთი საათი ამტკიცებდეს, 7 მილიარდი კაცი გაწყდებითო და ბოლოში მიაკნავლოს, რომ ეს მისი აზრია, მაგრამ ფაქტია – ცაგარელი თავისით ამდენს ვერ გაბედავდა.

არც ის მჯერა, რომ ტელეკომპანია „კავკასიის“ გამოსვეტებული დირექტორშა უანგაროდ ეგუება ამ მართლა სიბნელეს და თავის ახალ იმიჯზე არ ზრუნავს.

და საერთოდ, რა უფლებით აშანტაჟებენ ხალხს და აშინებენ გაწყვეტით?

თან ეს შარლატანი იმას კი არ ამბობს, ვარსკვლავები მეუბნებიან ამ ყველაფერსო, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ გადაცემაში, როგორც ასტროლოგი არ საუბრობს. აბა, ბოდიში და ვინ ჩემი ფეხია“,- წერს რუსუდან შარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×