რეზონანსი
07.05.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 პაციენტი. ბოლო 24 საათში მხოლოდ 6-მა პაციენტმა დაამარცხა ვირუსი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5002 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×