რეზონანსი
07.05.2020

მეექვსე დღეა, იმერეთის რეგიონში „კოვიდ-19"-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის ლაბორატორიამ 426 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია.

გამოკვლეულ პირთა შორის არიან საკარანტინო ზონებში მოთავსებული მოქალაქეები, მედპერსონალი და წყალტუბოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×