რეზონანსი
07.05.2020

ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში წერს:

"როგორც მივხვდი, ხელისუფლება 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან, ისედაც სამათხოვრიო სოციალური რეაბილიტაციის თანხაზეც უარს ამბობს და ცდილობს მომიზეზებას.

მაგალითად, ასე - ვისაც რაიმე თანხა ჩაერიხა აპრილში, მათ ამ დახმარებაზე უარს ეუბნება. ამას არაერთი წერს სოციალურ ქსელში. ანუ, მაგალითად, მე 120 ლარი ჩამერიცხა აპრილში და სავარაუდოდ, ხელისუფლება თვლის რომ პრაქტიკულად უმუშევრად დარჩენილი ადამიანისთვის 120 ლარი რადგან ჩამერიცხა აპრილში, აღარ ვსაჭიროებ სოციალურ რეაბილიტაციას.

ხომ სასაცილოა? ორი სამსახურიდან რომ ერთი აღარ მაქვს და მეორედან 120 ლარი ჩამერიცხა აპრილში, გეყოფაო, რა უნდა 120 ლარით ოჯახის რჩენასო. ასეთივე შემთხვევებს წერს საკმაოდ ბევრი.

აი, ასე მხიარულად მიაქვს ხელისუფლებას შეპირებული მიზერული მატერიალური მხარდაჭერა, როდესაც სინამდვილეში ჩვენი სოციალური უზრუნველჰყოფის კონსტიტუციური ვალდებულება აქვს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×