
29 წლის გიორგი გელოვანი ებრძვის მწვავე მონობლასტური/მონოციტური ლეიკემიას.
ის გადის მკურნალობას თურქეთში სტამბოლში - საავადმყოფო "GAYRETTEPE FLORENCE"-ში. თურქეთიდან მოწოდებული კალკულაციის მიხედვით ერთი კურსის ღირებულება შეადგენს 30 ათას დოლარს. ორი კურსის ჩატარების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ძვლის ტვინის გადანერგვა.
საქართველოში გიორგის არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და 6 თვის განმავლობაში არასწორ მკურნალობას გადიოდა. ჩაუტარდა 6 აბსოლუტურად უსაფუძვლო ქიმიოთერაპია. მხოლოდ თურქეთში წასვლის შემდეგ დაუდგინდა სწორი დიაგნოზი.
გიორგი გელოვანი ერთადერთი მარჩენალი იყო საკუთარ და დის ოჯახში. სიძე გარდაეცვალა და დას ეხმარებოდა 3 მცირეწლოვანი შვილის აღზრდაში. ახლა კი თავად დარჩა დის ძალისხმევის ანაბარად.
"წინა პოსტში მოგაწოდეთ ინფორმაცია დავალიანების თანხასთან დაკავშირებით. სამშაბათამდე გვაქვს დრო 3000 დოლარის (დაახლოებით 9500 ლარის) მოსაძიებლად. გვაქვს დრო 5 დღე. 5დღეში უნდა შევძლოთ და მოვიძიოთ 9500 ადამიანის 1 ლარი. ვიცით რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში გიორგის მკურნალობის გაგრძელება გართულდება. ამიტომაც ვიწყებთ აქციას. მოვიძიოთ 9500 კეთილი მეგობარი 1 ლარით.ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გვექნება ავტვირთოთ სქრინები პოსტის ქვეშ. შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად გადავდოთ სიკეთე მეგობრებს. მხოლოდ და მხოლოდ 5 დღე და დაახლოებით 9500 ლარი.
წამზომი ჩართულია", - ნათქვამია გიორგისთვის შექმნილ ფეისბუქ გვერდზე.
რეკვიზიტებია
საქართველოს ბანკი
#GE71BG0000000338689000
თბს ბანკი
#GE77TB7170245061100105
#პირადინომერი 12001070833
მიმღებია ეკა ლუხუტაშვილი
ზარის განხორციელება შესაძლებელია -მხოლოდ მაგთის და ჯეოსელის აბონენტთათვის
0901303031
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე