თამთა ჩაჩანიძე
08.05.2020

„უკრაინას ფაქტიურად ოლიგარქიულ კლანური სისტემა მართავს,რომელმაც ზელენსკი რეალურად ხელისუფლებაში მოიყვანა კიდეც. ამ სისტემასთან ბრძოლაში სააკაშვილი ერთხელ უკვე დამარცხდა და დიდი ალბათობით მეორეჯერაც დამარცხდება,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ზელენსკის მიერ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას.

ცნობისთვის: ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა, მანამდე კი შესაძლო თანამდებობად უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი განიხილებოდა,რომელიც რადას მხარდაჭერას საჭიროებდა.

ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინის შიდა საკითხია, თუმცა ასევე თვლის, რომ ეს ნაბიჯი ზელენსკის დასავლეთის თვალში რეფორმების იმიტაციის მოსახდენად სჭირდებოდა.

„ვფიქრობ,რომ ეს უკრაინის ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს რამდენად გონივრულია, თავად ზელენსკის, მის გუნდს და უკრაინას რამდენად დაეხმარება, ამაშიძ ალიან ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება. ვფიქრობ,ზელენსკიმ და მისმა გუნდმა ეს დანიშვნა უბრალოდ იმისთვის განახორციელეს, რომ ერთგვარად სახე შეენარჩუნებინათ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მკაცრი დემარში გააკეთა, რომელიც სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას უკავშირდებოდა,რომელიც კონსტიტუციური თანამდებობაა და რომელსაც რადას თანხმობა სჭირდებოდა.

„დღეს სააკაშვილი წმინდა ტექნიკურ თანამდებობაზე დანიშნეს, რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად,მისი მომხრეები კი იძახიან, რომ მას ფართო უფლებამოსილებები აქვს, რომ შეუძლია ზელენსკის სახელით მიმართოს, როგორც ადგილობრივ უწყებებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგრამ ფაქტია რომ ის ტექნიკურ თანამდებობაზე დანიშნეს და ამას სააკაშვილი როგორ გამოიყენებს,ჩვენ ამას დავინახავთ.

„ეჭვიმ აქვს იმაზე, რომ ზელენსკის მისი დანიშვნა მარტო რეფორმების სტიმულირებისთვის და წინ წაწევისთვის არ დასჭირდა , ეს უფრო იმისთვის დასჭირდა რომ დასავლეთის თვალში იმის იმიტაცია მოახდინოს, რომ თითქოს უკრაინაში რეფორმები ტარდება და ამ როლის ყველაზე საუკეთესო შემსულებლად სააკაშვილზე უფრო მეტად არავინ გამოადგებოდა.

„მისი ამ დანიშვნის მეორე შესაძლო მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ სააკაშვილი მას სჭირდება როგორც ერთგვარი პოლიტიკური ბულდოზერი, პოლიტიკურ ოპონენტებთან გასამკლავებლად, მის გარემოცვაში და მთავრობაში არიან ისეთი ფიგურები, რომლებიც ზელენსკის გუნდს არ წარმოადგენენ,თუნდაც შს მინისტრი არსენ ავაკოვი, მე პირადად არ მგონია, რომ სააკაშვილის დანიშვნით უკრაინაში რეფორმებმა წინ წაიწიოს, დაახლოებით ისეთივე სურათი იქნება, რაც პოროშენკოს მმართველობის დროს იყო.

„უკრაინას ფაქტიურად ოლიგარქიულ კლანური სისტემა მართავს, რომელმაც ზელენსკი რეალურად ხელისუფლებაში მოიყვანა კიდეც და ამ სისტემასთან ბრძოლაში სააკაშვილი ერთხელ უკვე დამარცხდა და დიდი ალბათობით მეორეჯერაც დამარცხდება."-განაცხადა მან.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ უკრაინაში თანამდებობის დაკავება უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს გააცივებს.

„ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა და ვფიქრობ, რომ არცერთი ჩვენი ოფიციალური პირი ვინც ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, არსად არ თქმულა რომ ეს საქართველოს და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის მოშლას შეეხება, როგორც მე გავიგე, ეს აღნიშნული იქნა, როგორც სამწუხარო ფაქტი, ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ ვალდებული იყო, რომ რეაგირება მოეხდინა,თუმცა თავს ნუ მოვიტყუებთ,ეს დანიშვნა რა თქმა უნდა ორმხრივ ურთიერთობას ერთგვარად გააცივებს.

„ჩემს ფეისბუქ მეგობრებში, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და მისი მხარდამჭერებიც არიან, ერთმანეთთან საკმაოდ ცივილური დისკუსია გვაქვს, რაღაცაზე ვთანხმდებით, რაღაცაზე ერთმანეთს ვაკრიტიკებთ, ცივილური კრიტიკისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის მიღმა არ გადის, ყოველ შემთხვევაში მე ჩემს თავსუფლებას არ მივცემ რადგანაც ანალიტიკოსი ვარ,რომ დავეშვე რაღაც ისეთ დონეზე, რაზედაც ვთქვათ ზოგიერთი ტროლი,ბოტი და პირწავარდნილი პროპაგანდისტები საკუთარ თავსუფლებას, რომ აძლევენ ხოლმე, ვისგანაც არ უნდა იყოს კრიტიკულ აზრს ყოველთვის მოვისმენ, მაგრამ შეუსაბამო კრიტიკაზე და უცენზურო ქცევაზე შესაბამისი რეაქცია ყველას აქვს."-განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×