ია აბულაშვილი
08.05.2020

„ეს თანამდებობა დე-ფაქტო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ზელენსკის თვითონ რომ ჰქონდეს საკმარისად დიდი ძალაუფლება და სააკაშვილს მისცეს მოქმედების ძლიერი მანდატი, მაგრამ ზელენსკის თვითონ არა აქვს რეალურად ამდენი ძალაუფლება, იგი უკრაინის პარალამენტს ვერ აკონტროლებს. ამიტომ მალე სააკაშვილი დაიწყებს ყვირილს, რომ ზელენსკის არა აქვს პოლიტიკური ნება და მას ხელს უშლიან," - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე სააკშვილის დანიშვნას უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო მეგობარი სახელმწიფოსგან, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ხელმოწერილია მრავალი ხელშეკრულება, მათ შორის მეგობრობის და ურთიერთდახმარების. ამ დროს მეორედ უკრაინის პრეზიდენტები ადრე პოროშენკო, ამჟამად ზელენსკი ანგარიშს არ უწევენ იმას, რომ სააკაშვილი გასამართლებულია საქართველოს სასამართლოს მიერ, არის ძებნილი და ინიშნება თანამდებობაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა შესაბამისი განცხადებები. ელჩი გამოწვეულია კონსლტაციებისთვის. ეს არის დიპლომატიური ჟესტი, რომელიც ძლიერი გზავნილია ქვეყნის მთავრობის და მსოფლიოსთვის. ეს არის არა კულუარული, არამედ საჯარო მოქმედება, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებეში გაჩნდა გარკვეული პრობლემები. მაგრამ ყველაფერი ალბათ დალაგდება. ეს თანამდებობა დე ფაქტო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ზელენსკის თვითონ რომ ჰქონდეს საკმარისად დიდი ძალაუფლება და მისცეს სააკაშვილს მოქმედების ძლიერი მანდატი. მაგრამ ზელენსკის თავად არა აქვს რეალურად ამდენი ძალაუფლება, მით უფრო ზეგავლენა მოხდინოს პარლამენტზე. მოხდება ის, რომ სულ მალე თავად სააკაშვილი აყვირდება, რომ ზელენსკის არა აქვს პოლიტიკური ნება და მას ხელს უშლიან. ყველაფერს ისევ ზელენსკის დააბრალებს და ამით კონფლიქტს გამოიწვეს. ირბენს თუ არა ისევ სახურავებზე არ ვიცი," - განაცხადა „რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×