რეზონანსი
08.05.2020

მთავარი ეპიდემიოლოგი არის ქალბატონი, რომელიც არ ჩანს ხოლმე ხშირად, ეს არის ხათუნა ზახაშვილი - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში.

„მე არ ვარ განათლებით ეპიდემიოლოგი. მე ვხელმძღვანელობ ამ ინსტიტუტს უკვე 7 წელია. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წლებია ჩემს ცხოვრებაში. პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე რჩევებს იღებენ ხათუნასგან. დილას რომ მოვდივარ ხათუნას ვეკითხები: ხათუნა დღეს რა უნდა გავაკეთოთ ერთად?! რა თქმა უნდა, უზარმაზარი დამსახურებაა ამ ქალბატონის და ის არის მთავარი ეპიდემიოლოგი ქვეყანაში,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×