
როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლებას პანდემიის გამო დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას?!-ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლების მთავარი იმედი ტურიზმისკენაა მიმართული და გახარიამ მთავრობის სხდომაზე კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოაადგინა.
გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ეკონომიკის იმსექტორებზე ისაუბრა, რომელთა მხარდაჭერის გეგმასაც მთავრობა წარადგენს.
მათშორის პირველი იქნება ტურიზმი, უახლოესი ერთიკვირის განმავლობაში კი მთავრობა სოფლისმეურნეობისა და მშენებლობის დარგების მხარდაჭერის გეგმას ცალ-ცალკე სხდომას მიუძღვნის და დეტალურად ისაუბრებს.
გიორგიგახარიას თქმით, მეოთხე სხდომა მიეძღვნება განათლებაში ანტიკრიზისულიმართვის საკითხს.
"საქართველო უნდაიყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. ყველაიმ სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვით, რომელზეც უახლოეს დღეებში გვექნება რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისოორგანიზაციის მხრიდან,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ასევე 15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდების გეგმაზე ისუბრა.
"ყველაზე მნიშვნელოვანია გეგმა, რომ 15 ივნისიდან ჩვენი ტურისტული სექტორი იყოს მზად, გაიხსნას შიდატურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან ჩვენი ტურისტული სექტორი, სატრანსპორტო სექტორი, სახმელეთო საზღვრები, ისევე როგორც საჰაეროფრენები ეტაპობრივად უნდა აღდგეს, რომქვეყანა იყოს მზად, სტუმრებს შესაბამისად უსაფრთხოების მაღალი ხარისხით უმასპინძლოს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ეკონომიკის სპეციალისტი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ წამოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ცარიელი ლაპარაკია და ის კონკრეტულ გეგმაზე გაწერილი არ არის.
„ქვეყანას უნდა ჰქონდეს ცუდი და კარგი სცენარი, სადაც კონკრეტული ციფრები და პროგნოზები იქნება გამოხატული. ეს უნდა იყოს სამოქმედო გეგმისთვის. ჯერ უნდა ვიცოდეთ 1 ივნისისთვის ეპიდემიოლოგირ სიტუაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რა პროგნოზი ექნება. პირველ რიგში ამ გეგმით უნდა ვიხელმღვანელოთ, რაც არ გვაქვს. ეპიდემიოლოგიური სურათი უნდა გვქონდეს. გეგმა „ა“ და გეგმა „ბ“. ეკონომიკური პოლიტიკა მემგონი ჩვენს ხელისუფლებას ცუდად ესმის.
პირველი ტურიზიმის ცალკე ეკონომკის სექტორიდან გამოყოფა სწორად არ მიმაჩნია. ბანკებს სესხის პროცენტის ფული ჩამურიგონ არასწორი გადაწყვეტილებაა. პირველ რიგში უშალო დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება. თუ ხედვების სწორი გვექნება ამას ტურიზმიც აჰყვება და სხვა დარგებიც. ჯერ კიდევ კაცმა არ იცის ვის რას და როგორ მისცემენ. მთელს ამ ბლა-ბლა-ბლაში ეკონომიკური პოლიტიკა არ ჩანს. პანდემიის შემდგომ, ახალი მსფლიო დღის წესრიგი უნდა დადგეს, თუ ჩვენი გეგმაა, რომ ის ფული რაც ბიუჯეტში გვაქვს, სხვადასხვა დარგებს ჩამოურიგოთ, უფრო დაანაშაული მგონია“,-ამბობს კობერიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ეს არის „ოცნების“ წინასაარჩევნო გეგმა, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე ცდილობს, რომ გარკვეული სახის პოლიტიკური კამპანია აწარმოოს. კობერიძე ამბობს, რომ მკვდარი პოლიტიკური ცხოვრების ფონზეე ხელისუფლება ქულების დაწერას ცდილობს.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ ტურიზმის ცალკე დარგად გამოყოფა იმას ნიშნავს, რომ ყველა პროცესს საარჩევნო პრიზმაში უყურებენ. ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ეკონომიკის მექანიკურ აღდგენაზეა და რეალურად არც არაფრის შეცვლას არ აპირებს. იმის შენარჩუნებას ცდილობენ, რისი შენარჩუნებაც შეუძლებელია. ხომ სრულიად გასაგებია, რომ წლევანდელი სეზონი სრულიად ჩავარდნილია. ამ კუთხით ეკონომიკური რესტარტის სტრატეგიის ტურიზმზე აგება ძალიან არასერიოზულია.
„გასაგებია, რომ პოლიტიკურად ხელისუფლება ყველაფერს გამოიყენებს და ამაში გასაკვირი არც არაფერია. როდესაც ხელისუფლება გაჭირვებულებს სოციალურ დახმარებას აძლევს, ოპოზიციის ადგილას არ გავაკრიტიკებდი და მაინც და მაინც ეს სწორი საქციელი არ მიმაჩნია. ფაქტია, რომ ხელისუფლება მსგავსი სიტუაციის გამოყენებას შეეცდება. მას საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიული ეკონომიკური გეგმა აქვს, თუმცა ჯერ არ წარმოუდგენია.
იმ სახით რაც გვქონდა კორონავირუსამდე ეკონომიკა, ვერ შევინარჩუნებთ, წარმოუდგენელია. შესაბამისად მარტო ეკონომიკის რესტარტის პრობლემა კი არა გვაქვს, არამედ სტრუქტურის ცვლილება და მისი მოდერნიზებაა საჭირო. აქ არათუ გეგმა არარის, არამედ ზოგადი ხედვაც ვერ დავინახე. წარმოუდგენელია ტურიზმის იმედად ეკონომიკის ამუშავება, რადგანაც წელს ყველამ კარგად იცის, რომ ტურიზმის ჩავარდა. ან ტურისტები საიდან უნდა მოიყვანონ? სამეზობლოში რა მოხდება და ვინ როდის გახსნის საზღვრებს ესეც ხომ გასათვალისწინებელია. რც შეეხება ადგილობრივ ტურიზმს, ხალხი საკვების პურს ვერ აგროვებს და ახლა სასეირნოდ ვინმეს სცალია?“ -აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.