რეზონანსი
08.05.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და დნესტრისპირეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას კრემლის ლიდერმა საცხრამაისო საჩუქარი გაუკეთა.

ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, არაღიარებულ რესპუბლიკაში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის, ფინეთისა და იაპონიის ომების ვეტერანებს, ასევე, ომში დაღუპულთა ქვრივებს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავზე 75 000 რუბლი (დაახლოებით 1000 აშშ დოლარი) გადაეცემათ. ამავე რაოდენობით თანხას მიიღებენ ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკების და გეტოს ყოფილი პატიმრები, რომლებიც ბანაკებში სრულწლოვანებამდე მოხვდნენ. ისინი კი, ვინც ბანაკებში სრულწლოვანი მოხვდა, 50 000 რუბლს მიიღებენ. პრეზიდენტის განკარგულება ცოტა ხნის წინ კრემლის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×