რეზონანსი
08.05.2020

9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას შეახსენებს, რომ 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რა დროსაც იკრძალება შეკრებები და მანიფესტაციები.

ასევე:

- "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება.

- ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება. შესაბამისად, ხვალ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას სამართალდამცველები გააკონტროლებენ.

გასათვალისწინებელია "თავისუფლების ქარტიით" დადგენილი წესების დარღვევა, რაც გამოიხატება კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების გამოყენებაში - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×