რეზონანსი
09.05.2020

ორთაჭალაში ბინის მეპატრონემ მდგმურს ის შენობა დაუწვა, რომელსაც წლების განმავლობაში ნაქირავები სახლის წინ იშენებდა. როგორც მდგმური დავით აბრამიშვილი ტელეკომპანიასთან ჰყვება, სახლის დაწვის შემდეგ სახლის მეპატრონე მისი ცოლის დაწვასაც შეეცადა, მას ბენზინი შეასხა, თუმცა სანთებელის დროულად ანთება ვერ შეძლო და აბრამიშვილმა ცოლის გადარჩენა მოახერხა. 

აბრამიშვილი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მან სამსახური დაკარგა - ის ერთ-ერთი უცხოური კომპანიისთვის მძღოლად მუშაობდა, რის გამოც ქირის თანხის, 200 ლარის, დროულად გადახდა ვერ შეძლო. როგორც აბრამიშვილი ტელეკომპანიას უყვება, მან სისხლიც ჩააბარა, თუმცა მიღებული 40 ლარით ბინის ქირა ვერ დაფარა. 

"ნაბეღლავის ორი ბოთლი ეკავა ხელში, ერთი ბოთლი დააცალა და მისდევდა [ცოლს]. ამას დავავლე ხელი და გამოვაქციე აქეთ. სანთებელას ვერ კრავდა თითს, მე რომ არ ვყოფილიყავი, დაწვავდა", - ყვება აბრამიშვილი. 

მდგმურის თქმით, სახლის მეპატრონე მას მანამდეც ემუქრებოდა, რომ მის კისერზე "ორი "ტრუპი" იყო", აბრამიშვილის თქმით კი, ის ბინის მეპატრონეს სთხოვდა, მისთვის ცოტა დრო მიეცა, რადგან სამსახურის გარეშე დარჩა. 

როგორც ტელეკომპანია "პირველი" იუწყება, ბინის მეპატრონე დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×