რეზონანსი
09.05.2020

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება გახდა 23 წლის ბექა კოჟორიძის გარდაცვალების მიზეზი.

ახალგაზრდა მამაკაცი ახალქალაქის სოფელ გოგაშენში ცხოვრობდა.

როგორც ახლობლები ამბობენ, ტკიპამ სავარაუდოდ, საკუთარ ეზოში მაშინ უკბინა, როცა პირუტყვს მწერებისგან ასუფთავებდა.

„გვიან თქვა, რომ შეუძლოდ გრძნობდა თავს.

სისხლი მოეწამლა, მთელმა სოფელმა გადაუსხა, მაგრამ ვერ გადარჩა.

ექიმებმა თქვეს, დაგვიანებული იყოო. სანამ თბილისში წაიყვანდნენ, ახალქალაქის კლინიკაში იყო, ფილტვების ანთებაზე მკურნალობდნენ.

23 აპრილს ოქროს დაბადების დღე ჰქონდა, 24-ში დილით გარდაიცვალა", - გვიყვება ახლობელი.

სამცხე-ჯავახეთი დაავადების კერად ითვლება. განსახკუთრებით ხშირად ფიქსირდება ყირიმ-კონგოს დიაგნოზი ასპინძაში.

დაბაში, გასული წლის სექტემბერში, 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ინფექცია დაფიქსირდა ადიგენის მუნიციპალიტეტშიც. შუა ხნის მამაკაცი თბილსში, რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დრომდე მკურნალობს.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება.

მისი ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×