რეზონანსი
11.05.2020

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობში კორონავირუსით ინფიცირების 11 656 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 221 344 შემთხვევა დაფიქსირდა.

რუსეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსისგან 39 801 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 009 ადამიანი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილზე აშშ არის, სადაც კორონავირუსით 1.4 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, ხოლო მეორე ადგილზე ესპანეთია, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 224 390 შემთხვევა დადასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×