რეზონანსი
11.05.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კორონავირუსითან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და მოქალაქეებმა ადაპტაცია უნდა გაიარონ.

ამავდროულად, გიორგი გახარიამ ეკონომიკის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ, ადაპტაცია უნდა გავიაროთ, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ, არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას.

ყველამ უნდა ვისწავლოთ იმ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანა ჩვეულებრივ თუ არა, ვითარდებოდეს მაინც, პირველ რიგში ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურზიმი. სამწუხარო პირობებში, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ვალდებულები ვართ, გავაკეთოთ ქვეყნის წინაშე და მოქალაქეების წინაშე.

რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, რომ შევეგუოთ ამ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, იმას, თუ რა არის დისტანციური შრომა, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რის პირობებშიც შეგვიძლია, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ნელ-ნელა, ეტაპობრივად ძალიან ფრთხილ, მაგრამ გახსნას", - განაცხადა გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×