რეზონანსი
12.05.2020

თენგიზ ცერცვაძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი მე-10 და მე-11 პაციენტები ვირუსისგან უკვე განკურნებულნი იყვნენ:

"პრაქტიკულად, გარდაცვლილი მე-11  პაციენტი აღარ იყო კოვიდინფიცირებული, მას ვირუსზე ტესტი ჰქონდა უარყოფითი... მაგრამ იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა ფილტვების, ჰქონდა პლევრიტი, მთელი რიგი სხვა დაზიანებები, რომ მისი გადარჩენა ასაკის გამო ვერ მოხერხდა. ის იმყოფებოდა მართულ სუნთქვაზე“, - აღნიშნა ცერცვაძემ, რომელმაც გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალი მე-10 პაციენტზე, 45 წლის ქალზეც ისაუბრა.

„ბოლოს წინა პაციენტი, საქართველოში ეს იყო ერთადერთი სამწუხარო შემთხვევა, როცა 68 წელზე ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა. მას ასევე აღარ ჰქონდა კოვიდინფექცია, პასუხი ვირუსზე იყო უარყოფითი. მაგრამ ჰქონდა დიდი მოცულობის ჰემორაგიული ინსულტი. ის გარდაიცვალა ინსულტით“, -განაცხადა ცერცვაძემ.

ასეთი განცხადების შემდეგ ისმის კითხვა, რატომ შეიყვანეს ბოლო 2 გარდაცვლილი კორონავირუსით დაღუპულთა სტატისტიკაში და რატომ არის დღემდე სპეციალურ ვებ-გვერდზე დაღუპულთა რაოდენობა არა 9, არამედ 11 პაციენტი? რამდენად მართებულია, ადამიანის, რომელიც უკვე განკურნებულია დაავადებისგან და იღუპება სხვა სიმპთომით, მისი კორონავირუსით ინფიცირებულებში აღრიცხვა?

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×