რეზონანსი
12.05.2020

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ სახის მიმართვას აქვეყნებს:

„პოლიტპატიმარი იყო მერაბ კოსტავა! ბიუჯეტის ქურდი, რომელმაც ხალხს 48 მილიონი მოპარა, როგორ არის პოლიტპატიმარი?! 

ანდა ადამიანი, რომელიც საჯაროდ ამბობს – მინისტრობის დროს კაბინეტის სეიფში 10 მილიონი მქონდაო, როგორ არის პოლიტპატიმარი?! საიდან, რომელი კანონიერი გზით და რატომ ჰქონდა სეიფში 10 მილიონი დოლარი?! 

პოლიტპატიმრობა პრივილეგიაა და ამ სტატუსს ღირსეულად ტარება სჭირდება! ასე ატარებდა მერაბ კოსტავა!

რა პოლიტპატიმრები არიან უგულავა და ოქრუაშვილი?! 

მერაბ კოსტავამ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული მოიპარა, მინისტრობის დროს სეიფში ფულს ინახავდა თუ შტურმით იღებდა მთავრობის სახლს?!

ასეულობით კი არა, ათიათასობით ადამიანი იდგა მთავრობის სახლის წინ მიტინგებზე და შენობაშიც მოსკოვის ერთი კი არა, ათეულობით ემისარი იყო, მაგრამ აზრად არავის მოსვლია შენობის შტურმით აღება!

ჩვენ რა, ერთმანეთისგან ვეღარ ვარჩევთ პოლიტიკურ ბრძოლას და ბიუჯეტის ქურდობას ან ძალადობით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას?

ჩინურ ნაპოლეონზე – რურუაზე აღარაფერს ვამბობ, ეგ ნამდვილად პოლიტპატიმარია, – ეგ არის ნელსონა მანდბნელა!

სირცხვილია, ხალხო, სირცხვილია!“ – წერს ბონდო მძინარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×