
„განცხადების წაკითხვისას ერთადერთი შთაბეჭდილება დამრჩა - რომ ცდილობენ არც მწვადი დაწვან და არც შამფური. ამიტომ უპრიანი იქნება ხელისუთლებამ ელჩებთან ღია გახადოს რისკენ მიჰყავს ოპოზიციას პროცესი. ჩემი აზრით, ოპოზიციას პროცესი მიყავს ჩაშლისკენ, რადგან იცის, რომ დამარცხდება და შემდეგ დადგეს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. არ მგონია უცხოეთის წარმომადგენლებს აწყობდეთ, რომ საქართველოში მსგავსი რამ მოხდეს და ქვეყანაში ქაოსი დაიწყოს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლეობისა და აშშ-ის საელჩოს განცხადებებს.
სპეციალურ განცხადებებში ნათქვამია, რომ მათი როლი არ გულისხმობს განხილვის შინაარსის გასაჯაროებას და შეთანხმების განმარტებას.
„ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა, ხელი შევუწყეთ ფორმატის შექმნას იმისთვის, რომ დამყარებულიყო ნდობა და მის მონაწილეებს კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. ეს შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან, ერთი საარჩევნო სისტემას შეეხება, მეორე კი სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას. შეთანხმების წარმატებული განხორციელებისთვის მოვუწოდებთ ყველა მხარეს მისი ორივე შემადგენელის სულისკვეთება გაიზიარონ", - ნათქვამია განცხადებაში.
„ერთადერთი შთაბეჭდილება, რაც ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ დამრჩა, რომ ისინი ცდილობენ არც მწვადი დაწვან და არც შამფური. ჩემი აზრით, შეთანხმების მეორე პუნქტთან დაკავშირებთი ლოგიკურად დათანხმება სრულიად გამორიცხული მოვლენა. არ მგონია, რომ ხელისუფლება დათანხმებულიყო მთელი რიგი ისტორიების გამო, რაც საზოგადოებსითვის კარგად ნაცნობია. ამიტომ უპრიანი იქნება ხელისუთლებამ ელჩებთან ღია გახადოს რისკენ მიჰყავს ოპოზიციას პროცესი.
„ოპოზიციამ იცის, რომ წააგებს არჩევნებს და ურჩევნია არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ეს გააფორმოს როგორც პოლიტიკური აქტი - რომ ხელისუთლებამ დაარღვია შეთანხმება. მერე კი დადგეს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. არ მგონია, რომ უცხოეთის წარმომადგენლობას აწყობდეს არჩევნების ჩაშლა და შემდეგ ქაოსი ქვეყანაში.
„სამწუხარო ისაა, რომ რასაც ოპოზიცია წლების მანძილზე ებრძოდა, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ახლა დიპლომატთა აზრი ხდება თურმე პოლიტიკის განმსაზღვრელი ქვეყანაში" - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.