რეზონანსი
12.05.2020

დღეს პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული, რაც არის სერიოზული მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული პროგრამის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად დადებითი დინამიკისა, მოდუნების უფლება არ გვაქვს.

"მიხარია, რომ კარგა ხასიათზე ხართ, დღეს ამისთვის გარკვეული საბაბიც გვაქვს. დღეს, 12 მაისს, მოგეხსენებათ, პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული, რაც არის სერიოზული მიღწევა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მონაცემებით, სრულად ინფიცირებული არის 336, ხოლო გამოჯანმრთელებული 349. თუმცა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ მოვდუნდეთ. პირიქით, უფრო მკაცრად უნდა მოვითხოვოთ ელემენტარული წესების დაცვა, რომელსაც გვიწესებენ ჯანდაცვის თანამშრომლები. დისციპლინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ შევძლებთ ეკონომიკური საქმიანობის ამოქმედებას სხვებთან შედარებით უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად. ამას კი აქვს დიდი მნიშვნელობა.

ყველამ ერთად, ჩვენი სფეროების მიმართულებით უნდა ვეძებოთ ზრდისა და გარღვევების ის წერტილები, სადაც ქვეყანას შეუძლია, თავისი წარმატებული მენეჯმენტი, წარმატებული გამკლავება „კოვიდის", როგორც ინფექციის მართვაში, დავაკონვერტიროთ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიბრძვით ორი მიმართულებით ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკური სწრაფი აღდგენა, ვგულისხმობთ ამას. საქართველოს შეუძლია, ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და ჩვენი დევიზიც", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×