რეზონანსი
12.05.2020

მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი, - განაცხადა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) ჟურნალისტების კითხვაზე, მხარს დაუჭერს თუ არა ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

მისივე თქმით, მრევლმა კორონავირუსის წინააღმდეგ ზიარება და ნაკურთხი წყალი უნდა გამოიყენოს.

„როგორი სიყვარული გაქვთ ჩვენი, როგორი ბედნიერი ვარ, რომ ასე ზრუნავთ ჩვენზე და გაინტერესებთ ჩვენი ვაქცინაცია და ჯანმრთელობა, მოკლედ გახარებული ვარ. რა არის ეს ვაქცინა, ერთი რა ხდება? მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასეთი ვაქცინა უნდა მოვიფიქროთ. კორონას ვაქცინაციაზე არის მაცხოვრის ხორცი და სისხლი საკურნებელად სულისა და ხორცისა, ასევე ნაკურთხი წყალი. მე ვაქცინები გავიკეთე, რომ დავიბადე მაშინ, მაგრამ არ მახსოვს პატარა ვიყავი. იმის შემდეგ ვაქცინა არ გამიკეთებია, მაგრამ მე მგონი, არ გამოვიყურები ცუდად, კარგად გამოვიყურები", - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×