
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველა მათ შეთავაზებაზე, რაც კორონავირუსს ეხებოდა, უარი განაცხადა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, გაუგებარია, რა საჭიროა დაწესებული შეზღუდვები, როდესაც ევროპა წესების დაცვით იწყებს ახალ ცხოვრებას.
„გაუგებარი რჩება, რა საჭიროა კომენდანტის საათი. სულ არ ანაღვლებს ვირუსს 9 საათზე გადაედება, ღმერთმა ნუ ქნას, თუ დილის 5 საათზე.
რა საჭიროა საგანგებო მდგომარეობა, ომია გამოცხადებული თუ შიდა არეულობა, რა საჭიროა ავტომატიანი ხალხის შეწუხება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება და ხალხის შინაპატიმრობა.
რა საჭიროა მაღაზიებისა და სავაჭრო წერტილების დაკეტვა, როცა სანიტარული წესების დაცვით ევროპა იღვიძებს.
ხელისუფლებამ ყველფერი გამოიყენა იმისთვის, რა შედეგებიც ახლა დადგა. ნახეს, რომ შეიძლება კორონამ გაუმართლოს და გაახანგრძლივოს მათი ყოფნა ხელისუფლებაში. ნიღბებიდან დაწყებული, ყველაფრით ფული გააკეთეს",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე