თამთა ჩაჩანიძე
12.05.2020

რუსეთში კორონავირუსი უმაღლესი რანგის კიდევ ერთ მოხელეს დაუდასტურდა - რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. იგი ჰოსპიტალიზირებულია. ზუსტად ცნობილი არ არის როდის ჰქონდა მას ბოლო კონტაქტი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ბოლოს საჯაროდ ისინი ერთად გასულ თვეში გამოჩნდნენ. გამორიცხული არაა თავად პუტინიც ინფიცირებული იყოს, რადგან ეს მის უახლოეს გარემოცვაში კორონავირუსის ოფიციალური დადასტურების უკვე მეოთხე შემთხვევაა.

„დიახ მე ავად გავხდი და ვმკურნალობ" - განუცხადა საავადმყოფოში მყოფმა პესკოვმა „რია ნოვოსტის" ჟურნალისტს სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი კორონავირუსით დაინფიცირდა, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელუსოვი დაინიშნა. მოგვიანებით კოვიდ-19 ასევე მშენებლობის სამინისტროს ხელმძღვანელს ვლადიმერ იაკუშევს და კულტურის მინისტრს ოლგა ლიუბიმოვას დაუდასტურდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×