
„კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, მე ვიცავ ჩემს პრინციპს. ვისთან უნდა ვიმსჯელო საქართველოს ეროვნულ საკითხებზე - ოკუპანტიის მომხრე, რუსული ვექტორის გაკოტრებულ პარტიებთან? მოპარაკების მაგიდასთან „პუტინკა", ჟირინოვსკი კაბაში რომ ზის?" - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის მზაობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაახლოს კონსულტაციები.
„სამწუხაროდ, რასაც ვამბობდი, გამართლდა - პროოცესი წავიდა მახინჯი ფორმით. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა - მოლაპარკების მაგიდასთან დასვა რუსული ვექტორის პარტიები. მე ვსვავ კითხვას - ვის რაში სჭირდებოდა რუსული ვექტორის პარტიები, ან რა მოგვიტანა, გარდა ტალახისა? ამიტომაც წამოგვაძახა თალაკვაძემ რუსული ვექტორის პარტიები უზითო.
„ივანიშვილმა მოახერხა და შემოაგდო მოლაპარების პროცესში „პუტინკა", ჟირინოვსკი კაბაში, გიგა ბოკერიამ კი სააკაშვილის ბოღმით და დარდით ეს დაუშვა.
„არანაირ მოლაპარკებაში მონაწილეობას არ მივღებ, ვიცავ ჩემს პრინციპს. ოპოზიცია კვლავ უშვებს შეცდომებს და პროცესიც ამიტომ წავიდა ასეთი მახინჯი ფორმით. ამიტომ თამაშს უნდა შევეშვათ.
„გამოსავალი არის ერთი დიდი ეროვნული გაერთიანება, რომელიც ყოველთვის ასეთ სიტუაციაში შველოდა საქართველოს. საგანგებო მდგომარეობა როდესაც მოისხნება, გაკეთდება ერთი დიდი ჯაჭვი რუსეთუმებთან გამიჯვნით, რომელიც ჩახსნის ამ პოლიტიკურ გვამებს. მე ნიშს არავის ვუგებ, ასე ფიქროს ქართველი ხალხი", - განაცხადა „რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.