რეზონანსი
12.05.2020

მე მიმაჩნია, რომ ვართ პლატოზე, ის რომ ბოლო დღეს იყო ერთი შემთხვევა, ამით ნუ გავაკეთებთ შორს მიმავალ დასკვნებს - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, მართალია დღეს ძალიან ცოტა ინფიცირებული გამოვლინდა, მაგრამ, შესაძლოა, შემდეგ დღეებში 5, 10, 15 შემთხვევებიც იყოს.

"ჩვენი ექიმების, ექსპერტების და მათ შორის ჩემი პროგნოზები სრულდება: კარგ ვარიანტში, კარგი სცენარით განვითარდა ეპიდემიის გავრცელება. მე იმედი მქონდა, რომ აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი და შემდეგ შენარჩუნდებოდა პლატო, 1-2 კვირის შემდეგ წავიდოდა ქვემოთ. მე მიმაჩნია, რომ ვართ პლატოზე, ის რომ ბოლო დღეს იყო ერთი შემთხვევა, ამით ნუ გავაკეთებთ შორს მიმავალ დასკვნებს. უახლოეს დღეებში შეიძლება გვქონდეს დღეში 2-4-5-10 შემთხვევა, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს, ეს არაფერს არ შეცვლის, ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ დიახ, ჩვენ შიდა გადაცემას გავუმკლავდით, მთლიანად არა, ერთეული შემთხვევები დარჩება, მაგრამ ჩვენ გავუმკლავდით ყველაზე სახიფათოს - არ დავუშვით დრამატული ზრდა, ის რაც ვერ მოახერხა ევროპის ვერც ერთმა ქვეყანამ" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×