რეზონანსი
14.05.2020

ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის ფეისბუქკამპანიას #შენმნიშვნელოვანიხარ - ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლები ვიდეოგზავნილით გამოეხმაურნენ. 

მათ მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც საგანგებო მდგომარეობის დროს, მათ მიერ გაწეული შრომა დააფასა. მათი თქმით, აღნიშნული სოლიდარობის აქცია  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პანდემიის პირობებში მუშაობა არ შეუწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ კამპანია #შენმნიშვნელოვანიხარ სოციალურ ქსელში 29 აპრილს დაიწყო და მას უამრავი ადამიანი შეურთდა, მათ შორის ცნობადი სახეები. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ვიდეორგოლს წინ უსწრებდა სწორედ მათ მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვა, სადაც ისინი მაღაროელებს თუ მეტალურგებს - მძიმე მრეწველობის სფეროდან, სააფთიაქო, ავტოგასამართი სადგურებისა და სუპერმარკეტების ქსელების, სამშენებლო კომპანიების, დასუფთავების სამსახურების, მიმწოდებელი ფირმებისა თუ ფოსტის თანამშრომლებს მძიმე პერიოდში მუშაობისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდიან.

აღსანიშნავია, რომ გოგა ჩანადირის მიერ „ფეისბუქით” დაწყებულ კამპანიას, რიგითი მოქალაქეების გარდა, არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის, „ჯორჯიან მანგანეზი”, „საქნახშირი”, „არემჯი”, „ანაგი”, „აგრომაქს დეკორი” და სხვები შეუერთდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×