რეზონანსი
14.05.2020

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთობლივი განცხადების თანახმად, ჩინეთი იმ ორგანიზაციებზე კიბერშეტევების განხორციელების უკან დგას, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნით არიან დაკავებულნი.

„გამოძიების ფედერალური ბიურო ჩინეთთან დაკავშირებულ პირებთან მიმართ გამოძიებას ატარებს. მათი მიზანი ამერიკული ორგანიზაციების მასალებზე არასანქცირებული წვდომის მიღება იყო. ეს ორგანიზაციები კორონავირუსთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევებს ატარებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შესახებ მონაცემების მოპარვას შეეცადნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×