
არ გამოვრიცხავთ, რომ შეზღუდვების დარჩენილი ეტაპების მოხსნაც დაჩქარდეს, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა "PosTV"-ს ეთერში განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს დაინფიცირების ძალიან პატარა ციფრი. მას მკვეთრად აღემატება უკვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა სხვადახვა ეკონომიკური სფეროს დაკეტვა. პირიქით - ხელისუფლების ინტერესია, რომ იყოს მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა. მას შემდეგ, რაც პირველად წარვადგინეთ 6-ეტაპიანი გეგმა, ამ დოკუმენტმა განიცადა გარკვეული კორექტირება დაჩარების მიმართულებით.
დაჩქარდა ყველა ტიპის წარმოება, სამშენებლო სექტორის, მაღაზიების გახსნა. დღეს გავიგეთ სასიხარულო ამბავი, რომ სილამაზის სალონებიც იხსნება. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბევრი სამუშაო ადგილი უკავშირდება ამ სფეროს. არ გამოვრიცხავთ, რომ დარჩენილი ეტაპებიც დაჩქარდეს", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.