რეზონანსი
14.05.2020

კიდევ მიდის დამატებითი კვლევები და მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე. გამოცხადდება, რომელი სოფლებია. საუბარია ორ სოფელზე. ამ ეტაპზე 15 ადამიანს აქვს დადასტურებული COVID-19. კიდევ მიდის დამატებითი კვლევები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლნისის ორი სოფელი მხოლოდ ნაწილობრივ არის გამოკვლეული და ტესტირება გაგრძელდება.

„მოგეხსენებათ, ჩვენ წინა კვირაში მარნეულში ჩავატარეთ გაფართოებული ტესტირება, 1600-1700-მდე ადამიანი გამოვიკვლიეთ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგინდა. ასევე, შემდგომი ნაბიჯი გვქონდა, რომ უნდა გამოგვეკვლია ერთი სოფელი, რომელიც იყო ძალიან დაზიანებული ბოლნისში, სადაც გვქონდა ყველაზე მეტი შემთხვევა ადრე. ამიტომ იმ სოფლის მოსახლეობა და კიდევ მასთან მიმდებარე სოფელი იქნა გუშინ გამოკვლეული, მაგრამ სრულად არა, ნაწილობრივ და იქ ხვალ კიდევ გაგრძელდება კვლევები. იგეგმება მთლიანად სოფლის მოსახლეობის კვლევა. გუშინ ჩატარდა დაახლოებით 140 ადამიანზე ამ ორ სოფელში და გრძელდება ეს კვლევები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×