რეზონანსი
14.05.2020

იტალიელი ექიმები აცხადებენ, რომ ბავშვებში „კოვიდ-19"-სა და იშვიათ ანთებით დაავადება კავასაკის სინდრომს შორის კავშირი არსებობს.

„გარდიანის" ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებში ტოქსიკური შოკისა და კავასაკის სინდრომის ერთობლიობა დაფიქსირდა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ „კოვიდ-19" დაავდების პროვოცირებას იწვევდა, თუმცა ამის მტკიცებულება არ ჰქონდათ.

ბერგამოს საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის თქმით, ეპიდემიის დაწყებიდან ბერგამოს კლინიკებში კავასაკის მსგავსი დაავდების შემთხვევათა რაოდენობა ერთ თვეში 10 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, მანამდე აღნიშნული დაავადება სამ თვეში ერთხელ ფიქსირდებოდა. ბერგამოს კლინიკაში ბავშვებს, რომლებსაც კავასაკის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, „კოვიდ-19"-ის ანტისხეულების ტესტი ჩაუტარეს, რომლის პასუხი დადებითი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×