რეზონანსი
15.05.2020

მანჩო გიორგობიანი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პაატა იმნაძის რეკომენდაციები საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

„მესმის, რთულია, მაგრამ როდესაც სამეზობლოებში ჯერ კიდევ მძვინვარებს კორონავირუსი, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ! თავსაც გავუფრთხილდეთ და უფრო მეტად სხვებს - დაუცველ ჯგუფებს.

ტყუილად ბრაზდებით პაატა იმნაძეზე ... ეს კაცი ამბობს სიმართლეს! ვინც ოდნავ აზროვნებს, მიხვდება...“ - წერს გიორგობიანი.

„კორონავირუსი არსად არ წასულა, ვირუსი რჩება ჩვენს გვერდით და მისი შემობრუნება საკმაოდ რეალურია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ სიფრთხილის ყველა ღონისძიება. საბრძოლველად გვაქვს ორი ძირითადი რამ, პირველი, ეს არის სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება.

სამწუხაროდ, ინფორმაცია მომივიდა, რომ ადამიანებმა ჩათვალეს კორონა აღარ არის. ეს ასე არაა. კორონა რჩება.

კორონავირუსთან პირველი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი ჯერ არ დამთავრებულა. ომი გრძელდება“- განაცხადა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×