თამთა ჩაჩანიძე
17.05.2020

„ღირსების დაკარგვა ჰქვია, როდესაც ვიღაცეების მოთხოვნის გამო კრიმინალებს ათავისუფლებ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.

პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ განცხადება 15 მაისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, მისი განმარტებით, „არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან დღეს საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ".

ოთხმეზურის აზრით, პრეზიდენტმა ამ ფაქტით არასწორი ნაბიჯი გადადგა, თუმცა, მისივე თქმით, ეს არც „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" რეიტინგზე დიდად გავლენას არ მოახდენს.

„მიმაჩნია, რომ არ იყო სწორი და ეს ნაბიჯი ქალბატონ სალომეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაედგა. აი, ხომ ხედავთ, უკვე დაიხვიეს ხელზე, რომ თითქოს ეს ხელისუფლებისგან ხდება. მე ასე არ ვთვლი, მე მიმაჩნია, რომ ეს მისი (პრეზიდენტის) პირადი არასწორი და არამართებული გადაწყვეტილება იყო. ღირსების დაკარგვა ჰქვია, როდესაც ვიღაცეების მოთხოვნის გამო, კრიმინალებს ათავისუფლებ.

„ამ პერიოდში „ქართული ოცნების" რეიტინგმა ძალიან აიწია და გამოჩნდა, რომ მართლაც ქმედითუნარიანი ხელისუფლებაა, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისკენაა მიმართული. ატეხენ ამაზე აჟიოტაჟს... რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ეს „ნაცების" რეიტინგის აწევაზე და „ოცნების" რეიტინგის დაწევაზე დიდად ვერ იმოქმედებს", - განაცხადა ოთხმეზურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×