
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესა და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ეხმაურება და წერს, რომ 17 მაისი საქართველოში სიძულვილამდე და აგრესიამდე დადის.
მისი თქმით, საქართველოში ძალიან რთულია იყო განსხვავებული, რადგან საფრთხე ფიზიკურ განადგურებამდე მიდის.
"ძალიან რთულია, ჩვენს ქვეყანაში იყო განსხვავებული. ფიზიკური განადგურების საფრთხემდე მიდის ეს ყველაფერი. არ გამიგოთ ისე, თითქოს ოჯახის სიწმინდის დღესთან მქონდეს რამე საწინააღმდეგო. პირიქით, სულაც არა. ყველაზე მეტად ამ სამყაროში მე პირადად მიყვარს ჩემი ოჯახი და ყველაზე მეტად ჩემი ოჯახის წევრებს ვუფრთხილდები, მთავარ ბედნიერებად მიმაჩნია. სამწუხაროდ, 17 მაისი საქართველოში სიძულვილამდე და აგრესიამდე დადის" - წერს ინგა გრიგოლია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე